მუხლი 63. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის მინიჭება

1. თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის უფლების მქონე 
პირი,  აღნიშნულ  წესზე  გადასვლის  სურვილის  არქონის  შემთხვევაში,  აღნიშნულის 
თაობაზე განცხადებით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის 
ადგილის  მიხედვით,  მაშინ  იგი  იმპორტის  დღგ-ით  დაბეგვრის  სპეციალურ  წესზე 
გადასულად  ითვლება  შესაბამისი  საანგარიშო  პერიოდის  მომდევნო  თვის  პირველი 
რიცხვიდან  და  ავტომატურად  მიენიჭება  იმპორტის  დღგ-ით  დაბეგვრის  სპეციალური 
წესით მოსარგებლის სტატუსი (შემდგომში – სტატუსი). 
2. სტატუსის მინიჭების თაობაზე შეტყობინების მიზნით, საგადასახადო ორგანო პირს 
უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-
გვერდის „ www.rs.ge“-ის მეშვეობით. 
3. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა 
ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შემუშავებას და მის სისტემატურ განახლებას. 
4. თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის უფლების მქონე 
პირი   არ   აღირიცხება   მონაცემთა   ბაზაში,   მას   უფლება   აქვს,   საქონლის   იმპორტის 
განხორციელებისას,    წერილობით    მიმართოს    საგადასახადო    ორგანოს,    რომელიც 
დაუყოვნებლივ განიხილავს პირის განცხადებას და ანიჭებს სტატუსს.  
5.  სტატუსზე  გავლენას  არ  ახდენს  დაბეგვრის  სპეციალურ  წესზე  გადასვლის  შემდეგ 
პირის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით ბიუჯეტში 
გადახდილი თანხების ოდენობა. 
6.  თუ  სტატუსის  მქონე  პირს  რეორგანიზაციის  შედეგად  ერწყმის  სხვა,  სტატუსის 
არმქონე პირი, სტატუსის შენარჩუნების მიზნით, რეორგანიზებული პირი განცხადებით 
(დანართი №III-18) მიმართავს საგადასახდო ორგანოს.  
7.  რეორგანიზაციის  შედეგად  შექმნილი  პირისათვის  სტატუსის  მინიჭება  ხდება  ამ 
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ გარდა ამ 
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  

Comments