მუხლი 62. ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალები

1.     საქართველოს     ტერიტორიაზე     სნაფ-ის     გამოყენებას     დაქვემდებარებული 
ნავთობპროდუქტების   მიმწოდებლები   ვალდებულნი   არიან   აწარმოონ   სპეციალური 
საბუღალტრო დოკუმენტი:  
ა) საბითუმო მიწოდების შემთხვევაში – „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების 
მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №II-16);  
ბ)  საცალო  მიწოდების  შემთხვევაში  –  „ნავთობპროდუქტების  საცალო  რეალიზაციის 
აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი“ (დანართი №III-17).  
2.  ამ  მუხლის  პირველ  პუნქტში  აღნიშნული  ჟურნალები  ინახება  უშუალოდ  იმ 
ობიექტზე,  სადაც  ხორციელდება  ნავთობპროდუქტების  მიღება-რეალიზაცია  (შენახვა); 
მათი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებელია, გარდა საგადასახადო 
ორგანოს წერილობითი მოთხოვნის ან თანხმობის შემთხვევებისა. 
3.  ამ  მუხლის  პირველ  პუნქტში  აღნიშნული  ჟურნალები  ივსება  ყოველდღიურად. 
ჟურნალები  უნდა  იყოს  აკინძული  და  დამოწმებული  გადასახადის  გადამხდელის  და 
საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. 
4. №III-16 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-10 სვეტის შევსება ევალებათ მხოლოდ 
იმ     გადასახადის     გადამხდელებს,     რომლებიც     ნავთობპროდუქტების     მიწოდებას 
ახორციელებენ 58-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 
5. №III-16 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 და მე-12 სვეტების შევსების უფლება 
აქვთ  იმ  გადამხდელებს,  რომლებიც  ნავთობპროდუქტების  მიწოდებას  ახორციელებენ 
ავტოგასამართი   სადგურებიდან   ფიზიკურ   პირებზე   ნსაფ-ის   გამოწერის   გარეშე   და 
იყენებენ   იდენტიფიცირებული   ფიზიკური   პირების   მიმართ   მათ   მიერ   შეძენილი 
საქონლის რაოდენობის ან/და დროის მონაკვეთის მიხედვით ეტაპობრივი ფასდათმობის 
სისტემას შემდეგი პირობების დაცვით: 
ა)    ყველა    სავაჭრო    თუ    სარეალიზაციო    ობიექტი    (სადაც    ხდება    აღნიშნული 
ფასდათმობის   სისტემის   გამოყენება)   ჩართულია   ერთიან   სააღრიცხვო   სისტემაში, 
მუდმივი ან ნახევრად მუდმივი შეერთებით; 
ბ)    ყველა    ობიექტიდან    ინფორმაციის    (ტრანზაქცია)    გაცვლა    (მიღება-გაცემა) 
ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან ხდება სპეციალური სააღრიცხვო ტერმინალების 
მეშვეობით; 
გ)  სააღრიცხვო  ტერმინალი  მომხმარებელზე  გადასაცემად  ბეჭდავს  დეტალურ  ჩეკს 
შემდეგი ინფორმაციის მითითებით: შეძენილი საქონლის დასახელება, მთლიანი თანხა, 
ფასდათმობის    რაოდენობა    (შესაძლებელია    იყოს    როგორც    პროცენტული,    ასევე 
ფიქსირებული) და რეალურად გადახდილი თანხა; 
დ)    მთლიანი    თანხის,    საქონლის    მიხედვით    ფასდათმობის    რაოდენობის    და 
რეალურად გადახდილი თანხის (არანაკლებ თვითღირებულების) მითითებით, ყოველი 
ფასდათმობის  ოპერაცია  სააღრიცხვო  ტერმინალში  ფიქსირდება  ფასდათმობის  მიმღები 
ფიზიკური     პირის     ბარათის     იდენტიფიცირებული     ნომრის     მიხედვით,     ხოლო 
ცენტრალურ  მონაცემთა  ბაზაში  –  ფასდათმობის  მიმღები  ფიზიკური  პირის  სახელის, 
გვარის, პირადი ნომრის და ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით; 
ე)    ფასდათმობის    რაოდენობა    ფიქსირებულია    ან    გამომდინარეობს    ბონუსური 
სქემიდან; 
ვ)  რეალიზატორი  საწარმოს  მიერ  დამტკიცებული  ბონუსური  სქემა  ფიქსირდება 
პროგრამულად     და     ეგზავნება     მთელს     ქსელში     დამონტაჟებულ     სააღრიცხვო 
ტერმინალებს; 
ზ)  როგორც  ბონუსური  სქემის,  ასევე  ფიქსირებული  ფასდათმობის  შემთხვევაში, 
ცენტრალური  სისტემა  აწვდის  სააღრიცხვო  ტერმინალს  ინფორმაციას  ფასდათმობის 
რაოდენობის შესახებ კომპანიის მიერ შემუშავებული ფასდათმობის სქემის მიხედვით; 
თ)  როგორც  ბონუსური  სქემის,  ასევე  ფიქსირებული  ფასდათმობის  შემთხვევაში 
ფასდათმობის ზედა და ქვედა ზღვარი დგინდება რეალიზატორი საწარმოს მიერ; 
ი)   ფასდათმობის   სისტემა   თავსებადია   რეალიზატორი   საწარმოს   ბუღალტრულ 
სისტემასთან.   ყოველი   ფასდათმობის   ოპერაციის   შედეგად   მიღებული   რეალიზაცია 
(დღის ოპერაციების მიხედვით ჯამში) აღირიცხება საწარმოს ბუღალტრულ სისტემაში; 
კ)    ინფორმაცია    (სტატისტიკური    თუ    დეტალური)    აღნიშნული    ოპერაციებით 
რეალიზაციაზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოებისათვის; 
ლ)  ფასდათმობისას  სისტემაში  გამოყენებული  ყოველი  ბარათი  არის  ჩიპური  ან 
მაგნიტური ტექნოლოგიის, აღრიცხული და დანომრილი. 
6.  №III-16  დანართის  და  №III-17  დანართის  ჟურნალებში  (შემდგომში  –  ჟურნალი) 
შესაბამისი  ჩანაწერები  კეთდება  გადასახადის  გადამხდელის  ან  მისი  უფლებამოსილი 
წარმომადგენლის მიერ. 
7.   დაუშვებელია   ჟურნალში   აღრიცხვის   გარეშე   გაცემული   ნავთობპროდუქტების 
ტრანსპორტირების დაწყება, ხოლო მიღების შემთხვევაში – ჩამოცლის დაწყება. 
8.  ჟურნალში  ხდება  მხოლოდ  ერთი  დასახელების  და  მარკის  ნავთობპროდუქტის 
აღრიცხვა ოთხნიშნა კოდის მიხედვით. 
9.  დაუშვებელია  ჟურნალში  ჩანაწერების  ამოშლა,  გადაშლა  ან  სხვაგვარი  გადაშლის 
საშუალების   გამოყენება.   აუცილებლობიდან   გამომდინარე,   შეცდომით   გაკეთებული 
ჩანაწერი ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მკრთალად გადაიხაზება 
პასტით  ისე, რომ ნათლად  შეიძლებოდეს შეცდომით  გაკეთებული  ჩანაწერის  წაკითხვა, 
ახალი  ჩანაწერი  კეთდება  იმავე  სვეტში  შემდეგ  სტრიქონზე  გარკვევით,  ხოლო  სვეტში 
„შენიშვნა“   იწერება:   „შესწორება   №...   გრაფაში   გაკეთებულია   (თარიღი),   ხელმოწერა 
(გვარი, სახელი)“. 
10.   წლის   დამთავრების   (ან   ჟურნალის   სრულად   შევსების)   შემდგომ,   ჟურნალის 
თავფურცელზე  კეთდება  ჩანაწერი  ჟურნალში  რეგისტრირებული  რიგითი  ნომრების 
დიაპაზონების, ჩანაწერების დასაწყისისა და დამთავრების შესახებ. 
11.    შევსებული     ჟურნალი    გადასახადის    გადამხდელის    მიერ     ინახება    სხვა 
ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად, 6 წლის განმავლობაში. 
12.  ჟურნალის  წარმოებაზე  პასუხისმგებელი  პირები  ვალდებულნი  არიან,  მიიღონ 
ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. 
ჟურნალის გაცნობა (საგადასახადო თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) 
ხორციელდება  ჟურნალის  წარმოებაზე  პასუხისმგებელი  პირის  (მისი  შემცვლელის)  ან 
ბუღალტრის თანდასწრებით.  
13.  ნსაფ-ის  გამოყენებას  დაქვემდებარებული  ნავთობპროდუქტების  მიმწოდებლებს, 
რომლებიც  თავიანთ  საქმიანობასთან  დაკავშირებული  ყველა  სამეურნეო  ოპერაციის 
ბუღალტრულ   აღრიცხვას   ახდენენ   კომპიუტერული   სისტემებისა   და   პროგრამების 
გამოყენებით,  უფლება  აქვთ,  ჟურნალები  (  №III-16  დანართი  და  №III-17  დანართი) 
აწარმოონ  ელექტრონული  ფორმით.  ამასთან,  ყოველი  წლის  მიხედვით  ჟურნალები 
ექვემდებარება ამობეჭდვას და დაარქივებას.  


Comments