მუხლი 61. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა

1.  ნავთობპროდუქტის  სტაციონარული  ობიექტის  (მათ  შორის,  ნავთობის  მოპოვების 
ადგილის, ნავთობბაზისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის, სხვა სტაციონარული 
საცავის   და   ავზის)   მფლობელი   ვალდებულია   მიმართოს   შესაბამის   საგადასახადო 
ორგანოს ამ ობიექტის რეგისტრაციის მიზნით. 
2.    საგადასახადო    ორგანოები    უზრუნველყოფენ    საქართველოს    ტერიტორიაზე 
ნავთობპროდუქტის     სტაციონარული     ობიექტების     ცენტრალიზებულ     აღრიცხვას 
სარეგისტრაციო  ფორმის  (დანართი  №III-14)  საფუძველზე  და  მათზე  სარეგისტრაციო 
მოწმობის (დანართი №III-15) გაცემას.  
3.  რეგისტრაციის  გარეშე  არსებული  ნავთობპროდუქტის  სტაციონარული  ობიექტის 
ეკონომიკურ  საქმიანობაში  გამოყენებისათვის  მფლობელს  ეკისრება  პასუხისმგებლობა 
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. 


Comments