მუხლი 60. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფორმების გაცემა

1.   საგადასახდო   (მ.შ   სპეციალური)   ანგარიშ-ფაქტურის   (მათ   შორის,   ნსაფ-ის) 
ფორმების   (შემდგომში   –   „   ფორმები“)   წარმოების   ორგანიზებას   და   ამ   ფორმებით 
საგადასახადო   ორგანოების   მომარაგებას   ახორციელებს   შემოსავლების   სამსახური   „ 
მკაცრი    აღრიცხვის    ფორმების    შესახებ”    საქართველოს    კანონის    და    ამ    მუხლის 
შესაბამისად.  
2.  საგადასახადო  ორგანოებზე  ფორმები  შემოსავლების  სამსახურის  მიერ  გაიცემა 
შესაბამისი   საგადასახადო   ორგანოს   მოთხოვნის   და   ნდობით   აღჭურვილ   პირზე 
გაცემული  მინდობილობის  საფუძველზე.  გაცემული  ფორმების  სერიისა  და  ნომრის, 
გაცემის   თარიღის,   მიღებაზე   ნდობით   აღჭურვილი   პირის   პირადობის   მოწმობის 
მონაცემები     ფიქსირდება     მკაცრი     აღრიცხვის     ფორმების     გაცემის     ჟურნალის 
ელექტრონულ  ვერსიაში.  დაარქივების  მიზნით,  აღნიშნული  ჟურნალი  ამოიბეჭდება 
ყოველი წლის ბოლოს. 
3.   საგადასახადო   ორგანოებიდან   მათ   დაქვემდებარებაში   მყოფ   სტრუქტურულ 
ქვედანაყოფებზე ფორმები გაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით. 
4. დღგ-ის გადამხდელებზე ფორმების გაცემისას საგადასახადო ორგანოს მიერ მკაცრი 
აღრიცხვის    ფორმების    გაცემის    ჟურნალის    ელექტრონულ    ვერსიაში    ფიქსირდება 
გაცემული    ფორმების    სერიისა    და    ნომრის,    გაცემის    თარიღის,    მათ    მიღებაზე 
გადამხდელის  ან  მისი  ნდობით  აღჭურვილი  პირის  მინდობილობისა  და  პირადობის 
მოწმობის მონაცემები. აღნიშნული ჟურნალი, ქაღალდის ფორმით, ყოველი წლის ბოლოს 
ექვემდებარება დაარქივებას. 
5.  მატერიალური  სახის  საფ-ის  ფორმის  გაცემა  ფასიანია.  მომსახურების  საფასური 
განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით. 
6.  დაუშვებელია  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  დღგ-ის  გადამხდელზე  გაცემული 
ფორმების სხვა პირისათვის გადაცემა.  
7.  ნსაფ-ების  მისაღებად  (გარდა  იმპორტის/ექსპორტის  შემთხვევისა)  გადასახადის 
გადამხდელი  ვალდებულია,  შესაბამის  საგადასახადო  ორგანოს  მიმართოს  განაცხადით 
№III-12   დანართის   შესაბამისად   და   წარადგინოს   №III-08   დანართში   აღნიშნული 
ნავთობპროდუქტების      მოპოვების,      გადამუშავების      ან/და      შეძენის      (მიღების) 
დამადასტურებელი დოკუმენტები: 
ა)   მოპოვების   შემთხვევაში   –   აღნიშნული   საქმიანობის   განხორციელების   შესახებ 
ლიცენზიის ქსეროასლი; 
ბ) გადამუშავების შემთხვევაში: 
ბ.ა)  ლიცენზიის/ნებართვის  ქსეროასლი  აღნიშნული  საქმიანობის  განხორციელების 
შესახებ;  
ბ.ბ)   შესაბამისობის   სერტიფიკატი   იმ   საქონელზე,   რომელზედაც   სავალდებულოა 
შესაბამისობის სერტიფიკატის აღება;  
ბ.გ)    ნედლეულის    შეძენის    ნსაფ-ი,    ხოლო    იმ    ნედლეულზე,    რომელზედაც 
სავალდებულო  არ  არის  ნსაფ-ის  გამოწერა  –  სასაქონლო  დეკლარაცია  ან  პირველადი 
საგადასახადო დოკუმენტები;  
ბ.დ) ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს 
მთავრობას    შორის    2000    წლის    18    ოქტომბერს    გაფორმებული    ხელშეკრულების 
(ხელშეკრულება  ტერიტორიის  მფლობელი  ქვეყნის  მთავრობასთან)  და  2002  წლის  1 
აგვისტოს    ამ    ხელშეკრულებაში    ნოვაციისა    და    ცვლილების    შეტანის    თაობაზე 
საქართველოს   მთავრობასთან   დადებული   ხელშეკრულების   შესაბამისად   ძირითადი 
საექსპორტო     მილსადენის     პროექტის     მონაწილე     –     „     ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 
მილსადენის  კომპანიის“  ფილიალის  „  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენის  კომპანია 
(საქართველო)“-ს   მხრიდან   მომართვის   შემთხვევაში   –   ინფორმაცია   ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის  ნავთობსადენიდან  განვლილ  პერიოდში  ამოღებული  და  გადამუშავებული 
ნედლი ნავთობის რაოდენობის შესახებ; 
გ)   იმპორტის   შემთხვევაში   –   იმპორტის   დამადასტურებელი   დოკუმენტები,   მათ 
შორის,   იმპორტირებული   საქონლის   შიდა   გადაზიდვის   ნსაფ-ი,   მისი   არსებობის 
შემთხვევაში; 
დ) შეძენის შემთხვევაში – ნსაფ-ი; 
ე)  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  მოვალის  ყადაღადადებული  ქონების  რეალიზაციის 
შემთხვევაში – სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ; 
ვ)  სასამართლოს  გადაწყვეტილებით  საქონლის  პირის  (მათ  შორის,  სახელმწიფოს) 
საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 
8. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული 
(მოსაქცევი)     საქონლის     სასაქონლო     ოპერაციის     განხორციელების     ადგილიდან 
დასაწყობების    ადგილამდე,    ან    ექსპორტის    სასაქონლო    ოპერაციაში    მოქცეული 
(მოსაქცევი)      საქონლის      დასაწყობების      ადგილიდან      სასაქონლო      ოპერაციის 
განხორციელების          ადგილამდე          ტრანსპორტირებას,          იმპორტის/ექსპორტის 
განმახორციელებელი  პირი  ვალდებულია  ნსაფ-ის  მისაღებად  მიმართოს  საგადასახადო 
ორგანოს განაცხადით №III-13 დანართის შესაბამისად. 
9.  საგადასახადო  ორგანო  ვალდებულია  განაცხადის  წარმოდგენიდან  (საგადასახადო 
ორგანოში     რეგისტრაციიდან)     72     საათის     განმავლობაში     (დასვენების     დღეების 
ჩაუთვლელად),  ხოლო  იმპორტის  შემთხვევაში  –  დაუყოვნებლივ,  გასცეს  ნსაფ-ები  ან 
უარი განაცხადოს მათ გაცემაზე.  
10.  ნსაფ-ების  გაცემაზე  უარის  შემთხვევაში,  საგადასახადო  ორგანო  ვალდებულია 
აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის საფუძველი, რაც შეიძლება იყოს: 
ა) განაცხადში არასრულყოფილი ან საეჭვო მონაცემების წარმოდგენა; 
ბ)    გადასახადის    გადამხდელის    მიერ    საგადასახადო    ორგანოში    საქართველოს 
კანონმდებლობით  დადგენილი  ანგარიშგებების  წარუდგენლობა  ან  არასრულყოფილად 
წარდგენა. 
11.  გადასახადის  გადამხდელზე  „  აი“  ან  „  აშ“  სერიის  ნსაფ-ის  გაცემისას,  რომელიც 
შესაბამისად  გამოყენებული  უნდა  იქნეს  იმპორტის  სასაქონლო  ოპერაციაში  მოქცეული 
(მოსაქცევი)     საქონლის     სასაქონლო     ოპერაციის     განხორციელების     ადგილიდან 
დასაწყობების    ადგილამდე,    ან    ექსპორტის    სასაქონლო    ოპერაციაში    მოქცეული 
(მოსაქცევი)      საქონლის      დასაწყობების      ადგილიდან      სასაქონლო      ოპერაციის 
განხორციელების    ადგილამდე    ტრანსპორტირებისათვის,    საგადასახადო    ორგანოში 
გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-5 (5.1 და 5.2), ცხრილის პირველი და 
მე-2,  მე-14,  მე-15,  მე-16,  მე-17  სტრიქონები,  ხოლო  მე-4  (4.1  და  4.2),  მე-11,  მე-12 
სტრიქონებზე  მიეთითება  „  –“,  დანარჩენი  სტრიქონები  კი  ივსება  დამოუკიდებლად. 
ნსაფ-ის    შევსების    ანალოგიური    წესი    გამოიყენება    ექსპორტის    შემთხვევაშიც    იმ 
განსხვავებით,  რომ  საგადასახადო  ორგანოში  გადასახადის  გადამხდელის  მიერ  ივსება 
ნსაფ-ის მე-4 (4.1 და 4.2), ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონები, ხოლო მე-5 (5.1 და 5.2) 
სტრიქონზე მიეთითება „–“. 
12.  ამ  მუხლის  მე-11  პუნქტი  გამოიყენება  მხოლოდ  ნედლი  ნავთობის,  ნავთობის 
მსუბუქი     და     მძიმე     დისტილატების     სასაქონლო     ოპერაციის     განხორციელების 
შემთხვევაში. 
13.  შემოსავლების  სამსახურის  უფროსის  მიერ  შესაძლებელია  გამოიცეს  ბრძანება 
კომპიუტერული    ნსაფ-ის    გამოყენების    შესახებ    იმ    გადასახადის    გადამხდელთან 
მიმართებაში,   რომელსაც   საკუთრებაში   (სარგებლობაში)   აქვს   ნავთობპროდუქტებით 
საბითუმო  და  საცალო  ვაჭრობის  ქსელის  ობიექტები,  ბოლო  6  თვის  განმავლობაში 
იმპორტის   სასაქონლო   ოპერაციაში   დეკლარირებული   აქვს   ნსაფ-ების   გამოყენებას 
დაქვემდებარებული 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი და უზრუნველყოფს 
საგადასახადო    ორგანოების    მიერ    აღნიშნული    საქონლის    შესახებ    მონაცემების 
შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას. 
14.  საფ-ის  და  ნსაფ-ის  დაკარგული,  გაუქმებული  და  დეფექტური  ფორმების  შესახებ 
მონაცემების    კომპიუტერულ    ბაზაში    ასახვის    მიზნით,    აღნიშნული    მონაცემები 
საგადასახადო    ორგანოების    მიერ    ელექტრონულად    წარედგინება    შემოსავლების 
სამსახურს. 
15. სხვადასხვა ფორმის საფ-ის გაუქმებული და დეფექტური ბლანკების ექსპერტიზა-
უტილიზაციის  მიზნით,  ასეთი  ბლანკები  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  წარედგინება 
სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. 


Comments