მუხლი 6. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება

1.    სააღრიცხვო    მონაცემების    ცვლილება    ნიშნავს    გადასახადის    გადამხდელის 
ადგილსამყოფლის,  სახელწოდების/სახელის  ან/და  გვარის,  სამართლებრივი  ფორმის, 
ხელმძღვანელობითი  უფლებამოსილების  მქონე  პირის  შეცვლას  ან/და  გადასახადის 
გადამხდელისთვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებას/გაუქმებას.  
2.   გადასახადის   გადამხდელს,   შემოსავლების   სამსახურის   უფროსის   ბრძანებით 
შეიძლება მიენიჭოს მსხვილი გადამხდელის სტატუსი, თუ:  
ა)  გადასახადის  გადამხდელის  წლიური  ბრუნვის  მოცულობა  აღემატება  3  მილიონ 
ლარს; 
ბ)  გადასახადის  გადამხდელის  საგადასახადო  ვალდებულების  ოდენობა  შეადგენს 
არანაკლებ 150 ათას ლარს; 
გ)    აქციზის    გადამხდელთათვის    გადამხდელის    წლიური    ბრუნვის    მოცულობა 
აღემატება 1.5 მილიონ ლარს; 
დ)  აქციზის  გადამხდელთათვის  საგადასახადო  ვალდებულების  ოდენობა  შეადგენს 
არანაკლებ 100 ათას ლარს. 
3.      შემოსავლების      სამსახურის      უფროსის      გადაწყვეტილებით      გადასახადის 
გადამხდელს  მსხვილი  გადამხდელის  სტატუსი  შეიძლება  მიენიჭოს  მიუხედავად  ამ 
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა.  
4.  გადასახადის  გადამხდელთა  ერთი  საგადასახადო  ორგანოდან  სხვა  საგადასახადო 
ორგანოში  საგადასახადო  აღრიცხვაზე  გადასვლისას,  შემოსავლების  სამსახურის  მიერ 
საგადასახადო  აღრიცხვის  ერთიან  რეესტრში  ხორციელდება  სააღრიცხვო  მონაცემების 
ცვლილება.  
5.   გადასახადის   გადამხდელის   ერთი   რეგიონული   ცენტრიდან   სხვა   რეგიონულ 
ცენტრში საგადასახადო აღრიცხვაზე გადასვლისას, გადასახადის გადამხდელის მოწმობა 
ბარდება  საგადასახადო  ორგანოს  და  მასზე  გაიცემა  გადასახადის  გადამხდელის  ახალი 
მოწმობა. 
6.   საგადასახადო   აღრიცხვის   მონაცემებში   ცვლილების   განხორციელების   შემდეგ 
საგადასახადო ორგანო საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს 
უგზავნის    გადასახადის    გადამხდელის    ახალი    ადგილსამყოფლის    საგადასახადო 
ორგანოს,  ხოლო  გადაგზავნილი  დოკუმენტის  ასლი  ინახება  დოკუმენტის  გამგზავნ 
საგადასახადო ორგანოში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევისა.  
7.  საგადასახადო  ორგანოს  სამოქმედო  ტერიტორიაზე  არსებული  თვითმმართველი 
ერთეულის/ერთეულების     ადმინისტრაციული     საზღვრის/საზღვრების     შეცვლისას 
საგადასახადო აღიცხვის მონაცემებში ცვლილებები ხორციელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 
პუნქტებით დადგენილი წესით. 
8.  თუ  დგინდება  გადასახადის  გადამხდელის  მიმართ  საიდენტიფიკაციო  ნომრის 
ხელახლა მინიჭების ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას.  
Comments