მუხლი 59. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

1. ნსაფ-ის პირველი და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს (მიმღებს), 
ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარი რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს).  
2. ნსაფ-ის მონაცემები აისახება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის 
დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო 
ორგანოს წარედგინება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.  
3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის 
გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, 
წარედგინება „ ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და 
სასაქონლო ნაშთები“ ( №III-10 დანართი), ხოლო იმ გადამხდელის მიერ, რომელიც არ 
არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის ყოველი საანგარიშო პერიოდის 
მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარედგინება 
„ინფორმაცია ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი 
საქონლის ხარჯვის შესახებ“ ( №III-11 დანართი). 
4. დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის 
(მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების ყველა 
ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ 
ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 
იანვრისა.  
5. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან შევსებული 
ნსაფ-ების ამოღების, ან გადასახადის გადამხდელის მიერ ნსაფ-ების (როგორც 
შევსებულის, ისე შეუვსებლის) დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს 54-ე მუხლით 
გათვალისწინებული პროცედურები. 



Comments