მუხლი 58. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა

1. ნსაფ-ი გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი 
იურიდიული ძალა. 
2. ნსაფ-ის ცხრილში მიეთითება: 
ა) პირველი სვეტის პირველ სტრიქონზე – საქონლის დასახელება №III-08 დანართის 
მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი 
დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის 
მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, ოქტანური რიცხვით 95-ზე 
ნაკლები“; 
ბ) პირველი სვეტის მე-2 სტრიქონზე – საქონლის ოთხნიშნა კოდი №III-08 დანართის 
მე-4 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი 
დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის 
მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ 0270“; 
გ) მე-2 სვეტის პირველ სტრიქონზე – ზომის ერთეული ლიტრებში, ხოლო მე-2 
სტრიქონზე – ზომის ერთეული კგ-ში; 
დ) მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული 
ციფრებით ლიტრებში; 
ე) მე-3 სვეტის მე-2 სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული 
ციფრებით კგ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე 
მითითებულია საქონლის რაოდენობა ლიტრებში; 
ვ) მე-4 – მე-6 სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის კომპენსაციის და 
გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ. 
3. ნსაფ-ის მე-10 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმპორტის შემთხვევაში და მიეთითება 
სასაქონლო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში 
4. ნსაფ-ის მე-11 სტრიქონზე მიეთითება ნავთობპროდუქტის შეძენისას გამოწერილი 
ნსაფ-ის სერია, ნომერი და შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში „–“, ხოლო სხვა 
შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა ნსაფ-ის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება 
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – შესაბამისი დოკუმენტის დასახელება 
და რეკვიზიტები. 
5. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, 
ნსაფ-ის შესაბამისად მე-10 და მე-11 სტრიქონებზე მიეთითება ძირითადი ნედლეულის 
(რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის 
დამადასტურებელი დოკუმენტი. 
6. თუ ნავთობპროდუქტის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ 
არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების 
სტაციონარული ობიექტი, ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე მიეთითება „ –“. 
7. ნსაფ-ის მე-16 და მე-17 სტრიქონები არ ივსება №III-08 დანართის მე-2 სტრიქონზე 
დასახელებული საქონლის (ნავთობის ბიტუმი) რეალიზაციისას (გადაზიდვისას). 
8. ნსაფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების გასწორება (გარდა 
გამოწერის თარიღის, საქონლის რაოდენობის, ღირებულების, დღგ-ის ან/და აქციზის 
თანხის, ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების სტაციონარული ობიექტის 
შვიდნიშნა კოდის, ტრანსპორტირების დაწყების ან/და დამთავრების ადგილისა) 
შესაძლებელია მხოლოდ ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე. 
შეცდომების გასწორების მიზნით, ნსაფ-ის ყველა ეგზემპლარში არასწორი მონაცემები 
გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების 
ფაქტი დასტურდება მიმწოდებლის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და 
ბეჭდით.  
9. არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ ნსაფ-ს 
იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება. 
10. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნსაფ-ის ცხრილის პირველი სვეტი                 
(„საქონლის დასახელება“), მე-12 სტრიქონის პირველი სვეტი („საქონლის კოდი“), მე-19 
სტრიქონი („ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის 
მისამართი“) და მე-20 სტრიქონი („ ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების 
ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი“) შეავსოს მხოლოდ განაცხადში  
(№III-12 დანართი ან/და №III-13 დანართი) მითითებული მონაცემების მიხედვით. 
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნსაფ-ი ითვლება არასწორად შევსებულად და გადამხდელს 
ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  
11. №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას, 
მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს ნსაფ-ი (ამ დროს გამოიყენება 
საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს 
ნსაფ-ის გამოწერას. 
12. ნსაფ-ი გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპროდუქტზე და 
მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას – 
თითოეულ ვაგონზე). ტრანსპორტირებისას გადამზიდავი ვალდებულია თან იქონიოს 
მყიდველისათვის წარსადგენი ნსაფ-ის ეგზემპლარი.  
13. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ერთი სატრანსპორტო 
საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია 
ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი 
ნსაფ-ი, რომლის მე-16 სტრიქონზე მიეთითება „–“. 
14. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე არმყოფი პირისთვის 
ნავთობპროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, ნსაფ-ის მე-16 სტრიქონზე მიეთითება 
გადაზიდვის დამთავრების ადგილის მისამართი და იმ სტაციონარული ობიექტის 
(რეზერვუარის) რეკვიზიტები (მოცულობა), სადაც მოხდება გადაზიდული ტვირთის 
შენახვა, ხოლო 23-ე სტრიქონზე – მყიდველის (მიმღების) ხელმოწერა და პირადი 
ნომერი.  
15. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და 
ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის 
ტრანსპორტირების გარეშე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს 
საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. 
აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი 
სახის რეალიზაციისთვის ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) 
განხორციელებული მიწოდებების მიხედვით. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-16 და             
მე-17 სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონზე იწერება „საცალო“, მე-15 
სტრიქონზე კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი. 
16. მყიდველის მიერ შეძენილი ნავთობპროდუქტის გამყიდველის სტაციონარულ 
ობიექტში შენახვის და შემდგომ პერიოდებში გამოყენების (განაშთვის) შემთხვევაში, 
გამოიწერება ორი ნსაფ-ი: ერთი – ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე და მეორე 
ნავთობპროდუქტის შენახვის მომსახურებაზე. ამასთან, თუ შენახვის მომსახურება 
საქონლის მიწოდების მიმართ ატარებს დამხმარე ხასიათს და მისი ღირებულება 
გათვალისწინებულია მიწოდების ფასში, შესაძლებელია ნსაფ-ი გამოიწეროს მხოლოდ 
ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე. 
17. ტრანსპორტირების გარეშე ნსაფ-ით განხორციელებული მიწოდების შემთხვევაში, 
დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომისას, 
დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება ახალი ნსაფ-ის გამოწერით, რომლის მე-12 
სტრიქონზე მიეთითება იმ ნსაფ-ის სერია და ნომერი, რომლის კორექტირებაც ხდება.  
18. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს 
ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ 
შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება სასაქონლო დეკლარაცია.  
19. საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, იმპორტის 
სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის სასაქონლო ოპერაცია დაამთავროს 
მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების 
ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ მუხლით განსაზღვრული წესით 
შევსებული ნსაფ-ის წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული ნსაფ-ის          
მე-14 სტრიქონის გასწვრივ პირადნომრიანი ბეჭდისა და საგადასახადო ორგანოს 
შტამპის დასმით. ასევე ნსაფ-ის ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონის მე-2 და მე-3 
სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ მუხლით განსაზღვრულ ზომის 
ერთეულში, ხოლო მე-10 სტრიქონში – სასაქონლო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის 
თარიღს. ასეთი წესით დადასტურებული ნსაფ-ის მეორე ეგზემპლარი რჩება სასაქონლო 
ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოში. 
Comments