მუხლი 57. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების 
შეძენა,  ტრანსპორტირება,  შენახვა  და  რეალიზაცია  ხორციელდება  დანართი  №III-09 
ფორმის     ნავთობპროდუქტების     სპეციალური     საგადასახადო     ანგარიშ-ფაქტურით 
(შემდგომში – „ ნსაფ“). 
2.  ნსაფ-ი  არის  მკაცრი  აღრიცხვის  და  საგანგებო  დაცვის  ნიშნის  მქონე  დოკუმენტი, 
აქვს  ორი  ასოსგან  შემდგარი  სერია  (გარდა  კომპიუტერული  ნსაფ-ისა)  და  ექვსნიშნა 
ინდივიდუალური  ნომერი.  ნსაფ-ის  სერია  არის:  იმპორტის  სასაქონლო  ოპერაციაში 
მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან 
დასაწყობების   ადგილამდე   ტრანსპორტირებისას   –   „   აი“,   ექსპორტის   სასაქონლო 
ოპერაციაში  მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან  სასაქონლო 
ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ 
ქვედანაყოფებს  შორის  შიდა  გადაზიდვისათვის  –  „  აშ“,  საბითუმო  მიწოდებაზე  –  „  ას“, 
საცალო მიწოდებაზე – „ აა“.  
3.   კომპიუტერულ   ნსაფ-ს   აქვს   სამი   ასოსგან   შემდგარი   სერია   და   ექვსნიშნა 
ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო 
ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების 
ადგილიდან   დასაწყობების   ადგილამდე   ტრანსპორტირებისას   –   „   კაი“,   ექსპორტის 
სასაქონლო  ოპერაციაში  მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან 
სასაქონლო  ოპერაციის  განხორციელების  ადგილამდე  ტრანსპორტირებისას  ან  პირის 
სტრუქტურულ  ქვედანაყოფებს  შორის  შიდა  გადაზიდვისათვის  –  „  კაშ“,  საბითუმო 
მიწოდებაზე – „ კას“, საცალო მიწოდებაზე – „ კაა“.  


Comments