მუხლი 56. კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – კსაფ) გამოიყენება 
დღგ-ის   იმ   გადამხდელებთან   მიმართებაში,   რომლებიც   თავიანთ   საქმიანობასთან 
დაკავშირებული   ყველა   სამეურნეო   ოპერაციის   ბუღალტრულ   აღრიცხვას   ახდენენ 
კომპიუტერული   სისტემებისა   და   პროგრამების   გამოყენებით   და   რომელთა   მიერ 
მომსახურების  გაწევა  ან  ელექტრო-  ან  თბოენერგიის,  გაზის  ან  წყლის  მიწოდება  ხდება 
რეგულარულად ან უწყვეტად.  
2.   კსაფ-ის   გამოყენებაზე   გადასვლა   ხორციელდება   გადასახადის   გადამხდელის 
განცხადების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.  
3. ბრძანებაში მიეთითება:  
ა) დღგ-ის გადამხდელის დასახელება; 
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი; 
გ) საქონლის/მომსახურების დასახელება; 
დ)   საგადასახადო  პერიოდი,   რომლის   დასაწყისიდან   გადამხდელს   უფლება   აქვს 
გამოწეროს კსაფ-ი; 
ე)  კსაფ-ის  ნუმერაციის  ველი,  რომლის  ფარგლებში  დასაშვებია  გადამხდელის  მიერ 
კსაფ-ის გამოწერა. 
4. ბრძანებაში შეიძლება აისახოს კსაფ-ის გამოყენების დამატებითი პირობები.  
5.  კსაფ-ი  საქონლის/მომსახურების  მყიდველს  (მიმღებს)  გადაეცემა  მხოლოდ  ერთ 
ეგზემპლარად. 
6.    გადამხდელი    ვალდებულია    მის    მიერ    გამოწერილი    კსაფ-ების    რეესტრი 
ელექტრონულ      მატარებელზე      ან/და      ელექტრონული      ფოსტით      წარადგინოს 
საგადასახადო ორგანოში დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად. 
7.  კსაფ-ების  რეესტრში  ნებისმიერი  ცვლილება  ან  დამატება  დასაშვებია  მხოლოდ 
გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. 
8. კსაფ-ების რეესტრი ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. გადამხდელის და საგადასახადო 
ორგანოს  პასუხისმგებელი  პირის  ხელმოწერით  დამოწმებული  კსაფ-ების  რეესტრის 
ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, მეორე კი გადაეცემა გადამხდელს. 
9.  საგადასახადო  ორგანო  ვალდებულია  3  დღის  ვადაში  შეიტანოს  წარმოდგენილი 
კსაფ-ების   რეესტრის   ელექტრონული   ვერსია   ერთიან   კომპიუტერულ   ბაზაში   და 
განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად.  
10.   კსაფ-ების   რეესტრში   საქონლის/მომსახურების   მყიდველი   (მიმღები)   მხარის 
მონაცემების  არ  ასახვის  ან  არასწორად  ასახვის  შემთხვევაში,  შესაბამისი  კსაფ-ების 
მიხედვით  დღგ-ის  ჩათვლა  არ  განხორციელდება  გადამხდელის  მიერ  საგადასახადო 
ორგანოში დასაბუთებული წერილობითი განმარტების (მიმართვის) წარდგენამდე.  
11. გადამხდელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კსაფ-ების გამოყენებაზე, 
რისთვისაც  საანგარიშო  პერიოდის  დაწყებამდე  20  დღით  ადრე  განცხადებით  უნდა 
მიმართოს საგადასახადო ორგანოს. 
Comments