მუხლი 55. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კორექტირების შემთხვევაში

1.    დღგ-ით    დასაბეგრი    ოპერაციის    კორექტირებისას    საფ-ი    გამოიწერება    იმ 
შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.  
2.  კორექტირების  შემთხვევაში  საფ-ის  რეკვიზიტები  ივსება  53-ე  მუხლში  მოცემული 
წესით. ამასთან,  
ა)     ცხრილის     შესაბამის     სვეტებში     –     მონაცემები     მიწოდებული     საქონლის 
(მომსახურების)  რაოდენობის,  კომპენსაციის  და  გადასახადის  (დღგ,  აქციზი)  თანხის 
შესახებ აისახება ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ;  
ბ) სტრიქონზე „ სულ” – ცხრილის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში „ კორექტირებამდე“ და „ 
კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა;  
გ)  მე-7  და  მე-8  სტრიქონები  ივსება  იმ  შემთხვევაში,  თუ  კორექტირებას  თან  ახლდა 
საქონლის ტრანსპორტირება.  
3. კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის მრავალსახეობის დროს გამოიყენება 
საფ-ის დანართი. ამასთან, დაცულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით 
დადგენილი წესი. 
4.  ამ  მუხლით  დადგენილი  წესით  გამოწერილი  საფ-ის  წარდგენა  მყიდველისათვის 
ხორციელდება 54-ე მუხლით განსაზღვრული წესით. 
Comments