მუხლი 54. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

1.     დანართი     №II-05     ფორმის     შევსებული     საფ-ის     პირველი     ეგზემპლარი 
საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 
30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №II-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი 
ეგზემპლარი       –       მიწოდებისთანავე.       საფ-ის       მეორე       ეგზემპლარები       რჩება 
საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს). 
2.   საფ-ის   მონაცემები   შეიტანება   საგადასახადო   ორგანოში   წარსადგენ   დღგ-ის 
დეკლარაციაში,   ხოლო   გადამხდელებთან   არსებული   ეგზემპლარები   საგადასახადო 
ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 
3.    დაუშვებელია    საქონლის    (მომსახურების)    მიმწოდებლის    მიერ,    არასწორად 
შევსებული  (შეცდომით  შეტანილი  რეკვიზიტებით)  საფ-ის  მიცემა  მყიდველისათვის 
(მიმღებისათვის).  გაუქმების  მიზნით,  გადასახადის  გადამხდელის  მიერ  არასწორად 
შევსებული   საფ-ების   ყველა   ეგზემპლარი   წარედგინება   საგადასახადო   ორგანოს   ამ 
ორგანოდან  საფ-ების  შემდგომი  გატანისას,  მაგრამ  არა  უგვიანეს  მომდევნო  წლის  15 
იანვრისა. 
4.  თუ  საგადასახადო  ორგანომ  დღგ-ის  გადამხდელისაგან  მოითხოვა  იმ  საფ-ების 
წარდგენა,   რომლებიც   მისგან   ამოღებულია   საგამოძიებო   და   სხვა   უფლებამოსილი 
ორგანოების    მიერ    საქართველოს    სისხლის    სამართლის    საპროცესო    კოდექსით 
დადგენილი  წესით,  გადამხდელს  უფლება  აქვს  საგადასახადო  ორგანოში  წარადგინოს 
ამოღებული  საფ-ების  ქსეროასლები  და  ამ  ორგანოების  სათანადო  პასუხისმგებელი 
პირების  მიერ  ხელმოწერილი  და  ბეჭდით  დამოწმებული  ცნობა  შესაბამისი  საფ-ების 
ამოღების შესახებ, ხოლო ამოღებული საფ-ების დაბრუნების შემდეგ – მათი დედნები. 
5. შეუვსებელი ან შევსებული(რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის 
შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის 
გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (გამოწერილი) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, 
იგივე  დასაბეგრ  ოპერაციაზე  იმავე  თარიღით  გამოიწერება  ახალი  საფ-ი,  რომელზედაც 
შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი. 
6.  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  საფ-ის  გამოწერის  და  მყიდველისათვის  გადაცემის 
შემდეგ,   გამყიდველი   დაკარგავს   საფ-ის   თავის   ეგზემპლარს,   მას   უფლება   აქვს, 
საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს 
დაკარგული  საფ-ის  მყიდველთან  არსებული  პირველი  ეგზემპლარის  ნოტარიულად 
დამოწმებული   ასლი,   ხოლო   თუ   მყიდველმა   დაკარგა   საფ-ის   თავისი   (პირველი) 
ეგზემპლარი,  მას  შეუძლია  წარადგინოს  გამყიდველთან  არსებული  მე-2  ეგზემპლარის 
ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 
Comments