მუხლი 53. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საქონლის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში

1.    საფ-ი    გამოიწერება    2    ეგზემპლარად.    ორივე    ეგზემპლარს    აქვს    თანაბარი 
იურიდიული   ძალა.   საფ-ი   გამოიწერება   მიწოდების   –   პირველადი   ოპერაციის   და 
კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე. 
2.  საფ-ში  ინფორმაცია  შეიტანება  იმ  სახით,  როგორც  ეს  მითითებულია  შესაბამის 
სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან: 
ა)   მე-2   სტრიქონი   ივსება   მხოლოდ   იმ   შემთხვევაში,   თუ   ხდება   ოპერაციის 
კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“; 
ბ)  თუ  აქციზური  საქონლის  მიმწოდებელი  არ  წარმოადგენს  ამ  საქონელზე  აქციზის 
გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“; 
გ)  ცხრილის  სტრიქონზე  „სულ“  –  აისახება  მე-4,  მე-5  და  მე-6  სვეტების  მონაცემთა 
ჯამები;  
დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 
უჯრაში მიეთითება: 
ე)  მომსახურების  გაწევის  თარიღი,  თუ  მომსახურების  გაწევის  დრო  ერთ  დღეს  არ 
აღემატება; 
ვ)  საანგარიშო  პერიოდი  სიტყვიერად,  თუ  მომსახურების  გაწევის  დრო  ერთ  დღეს 
აღემატება; 
ზ)  საქონლის  გამყიდველის  (მიმწოდებელი)  ან/და  მომსახურების  გამწევი  პირის 
ხელმძღვანელის  ან  სხვა  უფლებამოსილი  პირის  ხელმოწერის  ბეჭდით  დადასტურება 
ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში; 
3.  დანართი  №III-06  ფორმის  საფ-ში  მონაცემები,  გარდა  მე-6,  მე-7,  მე-8  და  მე-9 
სტრიქონებისა, შეიტანება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-6 
და   მე-7   სტრიქონებზე   იწერება   ტრანსპორტირების   დაწყებისა   და   დასრულების 
ადგილები,  ხოლო  მე-8  და  მე-9  სტრიქონებზე  –  სატრანსპორტო  საშუალების  მარკა, 
ნომერი და მძღოლის პირადი ნომერი. 
4. საქონლის მრავალსახეობის დროს საფ-ის დანართში (დანართი №III-07) იწერება იმ 
საფ-ის  სერია  და  ნომერი,  რომლის  გაგრძელებასაც  წარმოადგენს  მოცემული  დანართი, 
ხოლო   საფ-ის   ცხრილის   პირველ   სვეტში   კეთდება   ჩანაწერი   დანართის   მიხედვით 
მიწოდებული საქონლის რაოდენობის (დასახელების) შესახებ. 
5.     საფ-ის     დანართში     ინფორმაცია     შეიტანება     იმ     სახით,     როგორც     ეს 
გათვალისწინებულია  საფ-ში.  საფ-ის  დანართის  მე-4,  მე-5  და  მე-6  სვეტების  ჯამები 
იწერება  შესაბამისად  საფ-ის  მე-4,  მე-5  და  მე-6  სვეტებში,  ხოლო  დანართის  ბოლოს 
უჯრებში   იწერება   საანგარიშო   პერიოდის   განმავლობაში   მიწოდებულ   საქონელზე 
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი.  
6.   საფ-ის   და   მისი   დანართის   შევსების   თარიღი   უნდა   იყოს   ერთიდაიგივე   და 
ჩანაწერები დასტურდებოდეს  ხელმძღვანელის  ან უფლებამოსილი  პირის  ხელმოწერით 
და ბეჭდით.  
7.    საქონლის/მომსახურების    მყიდველის    (მიმღების)    მოთხოვნის    შემთხვევაში, 
საანგარიშო  პერიოდში  ერთზე  მეტი  სასაქონლო  ზედნადებით  საქონლის  მიწოდებისას, 
შესაძლებელია  გამოიწეროს  და  გაიცეს  მიწოდებების  ჯამური  მონაცემების  ამსახველი 
დანართი   №III-05   ფორმის   ერთი   საფ-ი.   ამ   შემთხვევაში,   სავალდებულოა   საფ-ის 
დანართის   გამოყენება,   რომელშიც   მონაცემები,   1-5   სვეტების   გარდა,   შეიტანება   ამ 
მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, საფ-ის მე-6 და მე-7 სტრიქონები არ ივსება.  
8.    ჩათვლის    უფლებით    დღგ-ისაგან    გათავისუფლებულ    ოპერაციაზე    საფ-ის 
გამოწერისას, დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონებზე იწერება „ 0“ (ნული). 
9. საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) 
გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ 
თავზე  მიეთითება  დაზუსტებული  მონაცემები.  გადასწორების  ფაქტი  დასტურდება 
ხელმოწერით და ბეჭდით.  
Comments