მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ) გამოიწერება დანართი №III-05 
ფორმით.   ამავე   ფორმის   საფ-ი   გამოიწერება   დასაბეგრი   ოპერაციის   კორექტირების 
შემთხვევაში.  
2.  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  დასაბეგრი  საქონლის/მომსახურების  მიწოდებასთან 
ერთად       ხორციელდება       მისი       ტრანსპორტირება       (გარდა       57-ე       მუხლით 
გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანართი №III-
06  ფორმის  სპეციალური  საფ-ი.  ამ  ფორმის  საფ-ის  გამოწერის  შემთხვევაში  სასაქონლო 
ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. 
3.    საქონლის    მრავალსახეობის    დროს,    როდესაც    საფ-ში    საკმარისი    არ    არის 
სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საფ-ის დანართი (დანართი №III-07).  





Comments