მუხლი 51. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტები

1.   დღგ-ით   დასაბეგრი   ოპერაციის   განხორციელების   ფაქტის   დამადასტურებელი 
დოკუმენტებია: 
ა)   საგადასახადო   ანგარიშ-ფაქტურა   (დანართი   №III-05   და   დანართი   №III-06- 
სპეციალური); 
ბ)  ნავთობპროდუქტების  სპეციალური  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურა  (დანართი 
№III-09); 
გ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 
2.  დღგ-ით  დასაბეგრი  ოპერაციების  განხორციელების  ფაქტის  დამადასტურებელ 
დოკუმენტებში  მხარეთა  ხელმოწერების  ბეჭდით  დამოწმება  ხდება  მისი  არსებობის 
შემთხვევაში,    ამასთან,    საქონლის/მომსახურების    მყიდველის    (მიმღების)    მხრიდან 
ბეჭდის გამოყენება სავალდებულო არ არის.  
3.  მონაცემის  არარსებობის  შემთხვევაში, დოკუმენტის  შესაბამის  უჯრაში  მიეთითება 
„–“ (ტირე). 
Comments