მუხლი 50. უსაქონლო ოპერაცია ან ფიქტიური გარიგება

1.  ოპერაცია  უსაქონლოდ  ან/და  გარიგება  ფიქტიურად  ჩაითვლება  იმ  შემთხვევაში, 
თუ  დადგინდა,  რომ  ოპერაცია  ან  გარიგება  არ  განხორციელებულა  იმ  პირებს  შორის, 
რომლებიც  აღნიშნულია  ოპერაციის  ან  გარიგების  დამადასტურებელ  დოკუმენტებში 
(საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). 
2.   მხოლოდ   ის   ფაქტი,   რომ   საქონლის/მომსახურების   მიმწოდებელს   არ   გააჩნია 
მიწოდებული    საქონლის/მომსხურების    შესყიდვის    ან    მასზე    გაწეული    ხარჯის 
დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, 
რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად. 
3.  ამ  მუხლის  დებულებები  არ  ვრცელდება  საგადასახადო  კოდექსის  178-ე  მუხლით 
გათვალისწინებულ შემთხვევებზე.  
Comments