მუხლი 47. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

1.  დღგ-ის  გადამხდელად  რეგისტრაციის  ნებაყოფლობით  ან  სავალდებულო  წესით 
გაუქმების   მიზნით,   გადასახადის   გადამხდელი   საგადასახადო   ორგანოს   მიმართავს 
განცხადებით (დანართი №III-03).  
2.   დღგ-ის   გადამხდელად   რეგისტრირებული   ფიზიკური   პირის   გარდაცვალების 
შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო აუქმებს აღნიშნული პირის დღგ-ის გადამხდელად 
რეგისტრაციას.  
3.  კანონმდებლობით  დადგენილ  შემთხვევაში,  საგადასახადო  ორგანომ  შესაძლოა 
წერილობით  მიმართოს  პირს  მისი  დღგ-ის  გადამხდელად  რეგისტრაციის  გაუქმების 
ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-
03 დანართის ფორმით.  


Comments