მუხლი 46. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

1. პირი, რომელიც ვალდებულია ან ნებაყოფლობით სურს დარეგისტრირდეს დღგ-ის 
გადამხდელად,      რეგისტრაციის      მიზნით      საგადასახადო      ორგანოს      მიმართავს 
განცხადებით (დანართი №III-01). 
2.  დღგ-ის  გადამხდელად  რეგისტრირებული  პირის  გარდაცვალების  შემთხვევაში, 
პირი,  რომელიც  ფაქტობრივად  ფლობს  გარდაცვლილის  ქონებას  და  აგრძელებს  იმავე 
სამეწარმეო  საქმიანობას,  ვალდებულია  აცნობოს  საგადასახადო  ორგანოს  აღნიშნულის 
შესახებ   გარდაცვალებიდან   არა   უგვიანეს   2   სამუშაო   დღისა   და   ითხოვოს   დღგ-ის 
გადამხდელად  რეგისტრაცია  (დანართი  №III-02).  მოცემულ  შემთხვევაში,  პირი  დღგ-ის 
გადამხდელად ითვლება მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების თარიღიდან. 



Comments