მუხლი 4. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მაღალმთიან რეგიონებში

1. მაღალმთიან რეგიონში საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, ფიზიკური პირის მიერ 
განცხადება  წარედგინება  რეგიონულ  ცენტრს,  რომელშიც  მიეთითება  განმცხადებლის 
სახელი,  გვარი,  პირადი  ნომერი,  საცხოვრებელის/საქმიანობის  ადგილი,  საგადასახადო 
აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნა. 
2.   საგადასახადო   ორგანო   განცხადების   მიღებისთანავე   უზრუნველყოფს   პირის 
საგადასახადო აღიცხვას და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გაცემას. 
3.     მაღალმთიან     რეგიონში     მცხოვრები     ფიზიკური     პირი,     უფლებამოსილია 
საგადასახადო  აღრიცხვის  მიზნით,  საგადასახადო  ორგანოს  განცხადება  გაუგზავნოს 
ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან სხვა ელექტრონული საშუალებებით. 
Comments