მუხლი 38. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის 
რეკვიზიტის,    დეკლარაციის    ტიპის    (პირველადი/შესწორებული)    და    საანგარიშო 
პერიოდის შესახებ. 
2.   დეკლარაციის   ყველა   გვერდზე   მიეთითება   გადამხდელის   საიდენტიფიკაციო 
ნომერი,   ამასთან,   დეკლარაციაში   ასახული   მონაცემების   უტყუარობა   და   სისრულე 
ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, 
წელი) მითითებით.  
 3.   დეკლარაციის   II   ნაწილი   ივსება   საგადასახადო   ორგანოს   მიერ   და   აისახება 
ინფორმაცია  საგადასახადო  ორგანოში  დეკლარაციის  წარდგენისა  და  რეგისტრაციის 
შესახებ.  
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება 
განსხვავებული    მონაცემების    შეტანა,    გადასახადის    გადამხდელი     ვალდებულია 
აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა. 
5.  ცნობა  დეკლარაციის  წარმოდგენის  შესახებ  ივსება  საგადასახადო  ორგანოს  მიერ 
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში. 
6. დეკლარაციის III ნაწილის:  
ა)  მე-16  უჯრაში  მიეთითება  –  საანგარიშო  თვეში  დაქირავებით  მომუშავე  ფიზიკურ 
პირებზე  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  101-ე  მუხლის  შესაბამისად  ფულადი 
და   ნატურალური   ფორმით   გაცემული   ანაზღაურება   საქართველოს   საგადასახადო 
კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე; 
ბ)  მე-17  უჯრაში  –  საანგარიშო  თვეში  დაქირავებით  მომუშავე  ფიზიკურ  პირებზე 
საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის   101-ე   მუხლის   შესაბამისად   ფულადი   და 
ნატურალური        ფორმით        გაცემული        გადახდის        წყაროსთან        დაბეგვრას 
დაქვემდებარებული   ანაზღაურება   (საქართველოს   საგადასახადო   კანონმდებლობით 
დაწესებული შეღავათების გამოკლებით); 
გ)  მე-18  უჯრაში  –  რეზიდენტ  ფიზიკური  პირებისათვის  გადახდილი  როიალტი  და 
საიჯარო მომსახურების თანხა; 
დ) მე-19 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე 
გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), 
როგორიცაა   გაწეული   მომსახურებისათვის   გაცემული   ანაზღაურების   (სარგებლის) 
ღირებულება;    გადასახადის    გადამხდელის    მოწმობის    არმქონე    ამხანაგობის    წევრ 
ფიზიკურ   პირებზე   განაწილებული   მოგება;   უსასყიდლოდ   გადაცემული   ქონების 
ღირებულება;   „ფასიანი   ქაღალდევის   ბაზრის   შესახებ”   საქართველოს   კანონის   მ-2 
მუხლის  26-ე  პუნქტით  გათვალისწინებული  საბროკერო  კომპანიის  მიერ  გაცემული 
ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის მიღებული ნამეტი; 
ე)   მე-20   უჯრაში   –   არადაქირავებულ   ფიზიკურ   პირებზე   გაცემული   თანხები, 
რომლებიც  არ  უკავშირდება  მომსახურების  ანაზღაურებას  და  ამასთან,  ექვემდებარება 
გადახდის    წყაროსთან    გადასახადის    დაკავებას,    როგორიცაა    სტიპენდია,    გარდა 
სახელმწიფო  სტიპენდიისა;  პენსია,  გარდა  იმ  პენსიისა,  რომელიც  გაიცემა  სახელმწიფო 
სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა 
მიერ  ფიზიკურ  პირებზე  გაცემული  მოგებები),  გარდა  დივიდენდებისა  და  ანაბრებზე 
გაცემული პროცენტებისა;  
ვ)   21-ე   უჯრაში   –   ფიზიკურ   პირებზე   გაცემული   დივიდენდები   და   გადახდის 
წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები; 
ზ) 22-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, 
მუდმივი    დაწესებულების    არმქონე    არარეზიდენტ    ფიზიკურ    პირებზე    გაწეული 
მომსახურებისათვის   გაცემული   ანაზღაურება,   რომელიც   ექვემდებარება   გადახდის 
წყაროსთან დაბეგვრას, გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა; 
თ)  23-ე  უჯრაში  –  22-ე  უჯრაში  ასახული  თანხის  ის  ნაწილი,  რომელიც  გადახდის 
წყაროსთან   ექვემდებარება   სსკ   134-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის   „   გ”   პუნქტის 
შესაბამისად 10%-იან დაბეგვრას; 
ი)  24-ე  უჯრაში  –  22-ე  უჯრაში  ასახული  თანხის  ის  ნაწილი,  რომელიც  გადახდის 
წყაროსთან  ექვემდებარება  4  %-იან  დაბეგვრას  საქართველოს  საგადსახადო  კოდექსის 
134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ დ”პუნქტების შესაბამისად;  
კ)  25-ე  უჯრაში  –  22-ე  უჯრაში  ასახული  თანხის  ის  ნაწილი  რომელიც  გადახდის 
წყაროსთან  ექვემდებარება  15%-იან  დაბეგვრას  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის 
134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე„ ქვეპუნქტის შესაბამისად; 
ლ)     26-ე     უჯრაში     –     საანგარიშო     თვეში     გადახდის     წყაროსთან     დაკავებას 
დაქვემდებარებული  საშემოსავლო  გადასახადის  ოდენობა,  რომელიც  გამოიანგარიშება 
შესაბამისი    საგადასახადო    პერიოდისათვის    მოქმედი    საშემოსავლო    გადასხადის 
განაკვეთების მიხედვით;  
მ)  27-ე  უჯრაში  –  საწარმოებზე  (ორგანიზაციებზე)  გადახდის  წყაროსთან  დაბეგვრას 
დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად; 
ნ) 28-ე უჯრაში – განაცემები (რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ორგანიზაციებზე და 
არარეზიდენტ  საწარმოებზე,  რომლებიც  იბეგრება  გადახდის  წყაროსთან  საგადასახადო 
კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით; 
ო) 29-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 
10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას; 
პ) 30-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 
4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;  
ჟ) 31-ე უჯრაში –28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 
15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;  
რ) 32-ე უჯრაში – 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (დივიდენდი), რომელიც 
ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას; 
ს) 33-ე უჯრაში - 28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (პროცენტები), რომელიც 
ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას; 
ტ)  34-ე  უჯრაში  –  გადახდის  წყაროსთან  საწარმოებისათვის  (ორგანიზაციებისათვის) 
დასაკავებელი   გადასახადი,   რომელიც   გამოიანგარიშება   შესაბამისი   საგადასახადო 
პერიოდისათვის მოქმედი გადასახადის განაკვეთების მიხედვით;  
უ) 35-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული 
სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით); 
ფ) 36-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში 
ასახული ანაზღაურება (სარგებელი); 
ქ) 37-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც 
არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის 
წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა);  
ღ)  38-ე  და  39  უჯრებში  –  აისახება  ნაღდი  ანგარიშსწორებით  განხორციელებული 
ბრუნვა, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით განხორციელებული;  
შ)   მე-40   და   41-ე   უჯრაში   –   საანგარიშო   პერიოდში   შესაბამისად   დაქირავებულ 
ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა. 
7. დეკლარაციის დანართი „ა”-ში აისახება:  
ა) პირველ სვეტში – ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან ხელფასის 
ნატურალური  ფორმით  ანაზღაურებისას  ანაზღაურების  გაცემის  თარიღად  ჩაითვლება 
თვის ბოლო რიცხვი; 
ბ)  მე-2  სვეტში  –  განაცემის  სახე  (ხელფასი,  დივიდენდი,  პროცენტი,  ნივთ-მოგება, 
მომსახურების  ანაზღაურება,  სტიპენდია,  ამხანაგობის  დასაბეგრი  მოგების  შესაბამისი 
წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად 
საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);  
გ) მე-3 სვეტში – განაცემები (თანხა);   
დ)   მე-4   სვეტში   –   შესაბამისი   ანაზღაურებებიდან   გამოანგარიშებული   დაკავებას 
დაქვემდებარებული   საშემოსავლო   გადასახადი,   რომელიც   უნდა   შეესაბამებოდეს   – 
დეკლარაციის III განაყოფის 26-ე უჯრაში ასახულ თანხას; 
ე)   მე-5   სვეტში   –   საწარმოებზე   (ორგანიზაციებზე)   დასაკავებელი   გადასახადი, 
რომელიც  უნდა  შეესაბამებოდეს  დეკლარაციის  III  განაყოფის  31-ე  უჯრაში  ასახულ 
თანხას.   
8.  დეკლარაციის  „ბ”  დანართს  ავსებს  გადასახადის  გადამხდელი,  რომელსაც  2008 
წლის 1 იანვრამდე პერიოდებზე, გაუცემელ ანაზღაურებებზე დარიცხული სოციალური 
გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულებები წარმოეშვება 2008 წლის 1 
იანვრის შემდგომ პერიოდებში და მასში აისახება: 
ა)  პირველ  უჯრაში  –  2008  წლის  1  იანვრამდე  გაუცემელი  მთლიანი  ანაზღაურების 
ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი: 
ბ)  მე-2  უჯრაში  –  პირველ  უჯრაში  ასახული  გაუცემელი  ანაზღაურებებიდან  2008 
წლის  1  იანვრის  შემდგომ  პერიოდებში  გაცემული  ანაზღაურების  ოდენობა  ნაზარდი 
ჯამით; 
გ) მე-3 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული ანაზღაურების ოდენობა; 
დ)  მე-4  უჯრაში  –  კუთვნილი  სოციალური  გადასახადი,  რომელიც  მიიღება  მე-3 
უჯრაში ასახული თანხის 20%-ზე გამრავლებით; 
ე)  „საანგარიშო  თვის  განაცემების  შესახებ  ინფორმაცია”  აღინიშნება  1-4  სვეტებში, 
ხოლო სტრიქონში - „სულ” - შესაბამისად მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი. 

Comments