მუხლი 36. მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის 
რეკვიზიტის,    დეკლარაციის    ტიპის    (პირველადი/შესწორებული)    და    საანგარიშო 
პერიოდის შესახებ. 
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილის გრაფებში აისახება: 
ა) მე-8 გრაფაში – ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის 
ფასი    (ღირებულება)    (ლარი)    –    განისაზღვრება    საბაზრო    ფასით,    საქართველოს 
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით; 
ბ)   მე-9   გრაფაში   –   მატერიალური   აქტივის   ჩუქებასთან   ან/და   მემკვიდრეობის 
მიღებასთან    დაკავშირებული    გამოქვითვას    დაქვემდებარებული    ხარჯი    (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში); 
გ)    მე-10    გრაფაში    –    დასაბეგრი    შემოსავალი    კანონმდებლობით    დადგენილი 
შეღავათების   გათვალისწინებით.   ამასთან   პირები,   რომლებიც   ეწევიან   ეკონომიკურ 
საქმიანობას   (მ.შ.   დაქირავებულნი)   ამ   დეკლარაციის   შევსებისას   არ   გამოიყენებენ 
საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  82-ე  მუხლით  გათვალისწინებულ  შეღავათებს 
(გარდა  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  82-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  „ი„ 
ქვეპუნქტით   გათვალისწინებული   შეღავათისა).   შეღავათების   გამოყენების   მიზნით 
საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  153-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის  თანახმად  მათ 
შეუძლიათ    საგადასახადო    ორგანოებში    წარადგინონ    დეკლარაცია    გადასახადის 
გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით; 
დ)  მე-11  გრაფაში  –  გადასახდელი  საშემოსავლო  გადასახადის  თანხა  საქართველოს 
საგადასახადო  კოდექსის  შესაბამისად,  რომელიც  გამოითვლება დასაბეგრი  შემოსავლის 
(მე-10 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე; 
ე) მე-12 გრაფაში – მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის) თარიღი -რიცხვი, 
თვე, წელი; 
ვ)  მე-13  გრაფაში  –  მიღებულ  მატერიალურ  აქტივებზე  კუთვნილი  გადასახადის 
გადახდის ვადები – გაიწერება 2 წელზე შესაბამისი ვადებისა და თანხების მითითებით. 
4.   დეკლარაციაში   ასახული   მონაცემების   სისწორე   და  უტყუარობა   დასტურდება 
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით.  
5.  დეკლარაციის  III  ნაწილი  ივსება  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  და  გადაეცემა 
გადასახადის გადამხდელს.  

Comments

დამახსოვრება