მუხლი 34. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრა

 1.  უცხოეთის  დიპლომატიური  წარმომადგენლობები  და  უცხოეთის  დიპლომატიურ 
წარმომადგენლობებთან  გათანაბრებული  საერთაშორისო  ორგანიზაციას  (შემდგომში–
ორგანიზაცია)      არ      ეკისრება      საქართველოს      საგადასახადო      კანონმდებლობით 
გათვალისწინებული  საგადასახადო  აგენტის  ფუნქციის  შესრულება,  ამ  ორგანიზაციის 
მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მიმართ. 
 2.   ორგანიზაციას   შეუძლია   საგადასახადო   ვალდებულების   ცენტრალიზებულად 
შესრულების         მიზნით         საქართველოს         საგადასახადო         კანონმდებლობით 
გათვალისწინებული  საგადასახადო  აგენტის  ფუნქციები  შეასრულოს  ნებაყოფლობით, 
რასაც   აცნობებს   საქართველოს   ფინანსთა   სამინისტროს   მმართველობის   სფეროში 
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში 
–  შემოსავლების  სამსახური).  ამასთან,  თუ  ორგანიზაცია  ნებაყოფლობით  შეასრულებს 
საგადასახადო    აგენტის    ფუნქციებს,    საგადასახადო    ორგანოები    არ    გამოიყენებენ 
საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  XIII  კარით  განსაზღვრულ  პასუხისმგებლობის 
ზომებს,  მათ  შორის,  საგადასახადო  სანქციებს.  აღნიშნულ  შემთხვევაში  საგადასახადო 
პასუხისმგებლობის  სუბიექტებად  მიჩნეულ  უნდა  იქნეს  ის  გადასახადის  გადამხდელი, 
ვის    მაგივრადაც    საგადასახადო    აგენტმა    შეასრულა    საშემოსავლო    გადასახადის 
დაკავებისა და გადახდის ფუნქციები. 
 3.  ორგანიზაციის  მიერ  შემოსავლების  სამსახურისათვის  წარსადგენ  შეტყობინებას 
უნდა    ერთვოდეს    დაქირავებული    ფიზიკური    პირის    თანხმობა,    მე-2    პუნქტით 
დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ. 
4.  ორგანიზაციაში  დაქირავებით  მუშაობის  შედეგად  საქართველოს  საგადასახადო 
კოდექსის  101-ე  მუხლის  შესაბამისად  მიღებული  ნებისმიერი  საზღაური  (სარგებელი) 
დაქირავებული   პირის   მიერ   საშემოსავლო   გადასახადი   გადახდას   ექვემდებარება 
ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 
5.    გადასახადის    გადამხდელის    მოწმობის    არმქონე    ფიზიკური    პირის    მიერ 
ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო 
ვალდებულების შესრულება მომსახურების მიმწოდებელ პირის ეკისრება საქართველოს 
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. 
6.   ორგანიზაციას   არ   წარმოექმნება   რაიმე   ფორმით   საგადასახადო   ანგარიშგების 
ვალდებულება ამ წესის განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ. 
7. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო 
წლის  1  აპრილამდე  წარუდგინოს  საგადასახადო  ორგანოს  საშემოსავლო  გადასახადის 
წლიური დეკლარაცია ( №II-04 დანართი). ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია 
საგადასახადო   ორგანოს    მოთხოვნისთანავე   წარუდგინოს    ორგანიზაციის    ბლანკზე 
გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას 
პირისათვის   გაცემული   ანაზღაურების   ოდენობის   მითითებით   –   „   ხელფასი”   ან   „ 
მომსახურების     კომპენსაცია”.     აღნიშნულის     გარდა,     საბუთი     უნდა     შეიცავდეს 
ორგანიზაციის  უფლებამოსილი  წარმომადგენლის  ხელმოწერას,  ორგანიზაციის  ბეჭედს 
(ასეთის   არსებობის   შემთხვევაში),   დაქირავებული   ან   მომსახურების   მიმწოდებელი 
პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით. 
 8.   ფიზიკური   პირი,   რომელიც   იღებს   ამ   მუხლის   მე-4   და   მე-5   პუნქტებით 
გათვალისწინებულ  ანაზღაურებას,  ვალდებულია  დადგეს  საგადასახადო  აღრიცხვაზე 
საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.  
9.    საგადასახადო    აღრიცხვაზე    ასაყვანად    დაქირავებული    პირი    საგადასახადო 
ორგანოში   წარადგენს   ორგანიზაციის   ბლანკზე   გაცემული   ოფიციალური   საბუთის 
ორიგინალს,     რომელიც     შეიცავს     სათანადო     აღნიშვნას     პირის     მითითებით     –                                       
„დაქირავებულია”.   აღნიშნულის   გარდა   საბუთი   უნდა   შეიცავდეს   ორგანიზაციის 
უფლებამოსილი    წარმომადგენლის    ხელმოწერას,    ორგანიზაციის    ბეჭედს    (ასეთის 
არსებობის  შემთხვევაში),  დაქირავებული  პირის  სახელს,  გვარს  და   პირად  ნომერს 
პირადობის მოწმობის მიხედვით. 
10.  სარეგისტრაციო  ინფორმაციაში  ცვლილებების  განხორციელებისას  გადასახადის 
გადამხდელი  –  ფიზიკური  პირი  ვალდებულია  ცვლილებების  განხორციელებიდან  არა 
უგვიანეს   10   დღისა   შესაბამისი   ცვლილებები   შეიტანოს   საკუთარ   საგადასახადო 
სარეგისტრაციო მონაცემებში. 
Comments