მუხლი 31. ცალკეულ შემთხვევებში ხარჯების გამოქვითვა

1.      დოკუმენტურად      დადასტურების      გარეშე      შესაძლებელია      ერთობლივი 
შემოსავალიდან    გამოიქვითოს    საქონლის/მომსახურების    უსასყიდლოდ    მიწოდების 
შედეგად წარმოშობილი გამოსაქვითად ასაღიარებელი სარგებელი.  
2. საქართველოს საგადასახდო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის 
დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: 
ა) მოიჯარის მიერ იჯარის საგანზე მეიჯარის სახელით გაწეული ხარჯის დოკუმენტი; 
ბ)      ანგარიშვალდებული      პირის      მიერ      საქართველოს      ფარგლებს      გარეთ 
ავტოსტრანსპორტო   საშუალების   საწვავის   შეძენისათვის   შესაბამისი   ქვეყნის   მიერ 
დადგენილი   წესით   გაცემული   ჩეკი   (დოკუმენტი),   თუ   ეს   საწვავი   გამოყენებულია 
შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობისათვის და ხარჯი სახეზეა.  
Comments