მუხლი 3. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი

 1. საქართველოს მოქალაქე პიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და 
იმ      პირისა,      რომლის      შემოსავალიც      იბეგრება      გადახდის      წყაროსთან      ან 
გათავისუფლებულია  დაბეგვრისაგან)  და  უცხო  ქვეყნის  მოქალაქე  ფიზიკური  პირი 
საგადასახადო აღრიცხვის მიზნით რეგიონულ ცენტრს წარუდგენს: 
ა)  განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად; 
ბ)  პირადობის  დამადასტურებელ  მოწმობას  –  საქართველოს  მოქალაქე,  პირადობის 
დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს – უცხო 
ქვეყნის მოქალაქე; 
გ)  ნოტარიულად  დამოწმებულ  მინდობილობას,  თუ  გადასახადის  გადამხდელად 
აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.  
2.   გაერთიანება,   ამხანაგობა   და   სხვა   მსგავსი   წარმონაქმნი,   რომელსაც   შეიძლება 
წარმოეშვას     საგადასახადო     ვალდებულება,     საგადასახადო     აღრიცხვის     მიზნით 
რეგიონულ ცენტრს წარუდგენს:  
ა)  განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; 
ბ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებულ ასლს; 
გ)    კრების    (სხდომის)    ნოტარიულად    დამოწმებულ    ოქმს,    ასეთის    არსებობის 
შემთხვევაში; 
დ)   მინდობილობას,   თუ   გადასახადის   გადამხდელად   აღრიცხვა   ხორციელდება 
წარმომადგენლის მეშვეობით.  
 3.    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირი    და    საბიუჯეტო    ორგანიზაცია 
საგადასახადო აღრიცხვის მიზნით რეგიონულ ცენტრს წარუდგენს: 
ა)  განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; 
ბ)  სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს; 
გ) დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს; 
დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ 
შეიცავს ამ პუნქტის „ ბ“ ან „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია); 
ე)   მინდობილობას,   თუ   გადასახადის   გადამხდელად   აღრიცხვა   ხორციელდება 
წარმომადგენლის მეშვეობით. 
4.    პოლიტიკური    პარტია    (ორგანიზაცია)    საგადასახადო    აღრიცხვის    მიზნით 
რეგიონულ ცენტრს წარუდგენს: 
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; 
ბ) დამფუძნებელი ყრილობის ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს; 
გ) პოლიტიკური პარტიის (ორგანიზაციის) წესდებას; 
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას 
და შესაბამის ბრძანებას; 
ე)   მინდობილობას,   თუ   გადასახადის   გადამხდელად   აღრიცხვა   ხორციელდება 
წარმომადგენლის მეშვეობით. 
5.    უცხოური    საწარმო/ორგანიზაცია,    მისი    მუდმივი    დაწესებულება,    აგრეთვე 
არარეზიდენტი  ფიზიკური  პირის  მუდმივი  დაწესებულება  საგადასახადო  აღრიცხვის 
მიზნით რეგიონულ ცენტრს წარუდგენს: 
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; 
ბ)     ლეგალიზებულ/აპოსტილით     დამოწმებულ,     ქართულ     ენაზე     თარგმნილ 
სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მათ ნოტარიულად დამოწმებულ ასლს;  
გ) მონაცემებს მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ; 
დ)  ნოტარიულად  დამოწმებულ  მონდობილობას,  თუ  გადასახადის  გადამხდელად 
აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.  
6. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით 
რეგიონულ ცენტრს წარუდგენს: 
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; 
ბ)  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტოს  მიერ  გაცემულ  წერილს,  რომელიც 
შეიცავს   მონაცემებს   ორგანიზაციის   დიპლომატიური   სტატუსის   და   იურიდიული 
მისამართის შესახებ; 
გ)  დიპლომატიური  პასპორტის  ასლს  (გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  საგარეო 
საქმეთა სამინისტროს წერილში მითითებულია ელჩის/კონსულის სახელი და გვარი); 
დ)   მინდობილობას,   თუ   გადასახადის   გადამხდელად   აღრიცხვა   ხორციელდება 
წარმომადგენლის მეშვეობით. 
7.      გადასახადის      გადამხდელის      საგადასახადო      აღრიცხვა      ხორციელდება 
დაუყოვნებლივ, შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე. 
8. განცხადების მონაცემები რეგიონული ცენტრის მიერ შეიტანება რეგისტრირებული 
მონაცემების    ერთიან    კომპიტერულ    ბაზაში    (საგადასახადო    აღრიცხვის    ერთიან 
რეესტრში) და გადასახადის გადამხდელის მოწმობაში. 
9.   გადასახადის   გადამხდელს,   შემოსავლების   სამსახურის   უფროსის   ბრძანებით 
დამტკიცებული          საგადასახადო          ორგანოს          სამოქმედო          ტერიტორიული 
ერთეულებისათვის     განსაზღვრული     შვიდციფრა     (მე-2–მე-7    ციფრის     ჩათვლით) 
დიაპაზონების      და     გადასახადის      გადამხდელის      სამართლებირივი      ფორმების 
აღმნიშვნელი კოდების გათვალისწინებით, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის 
შეცვლა    (გარდა    შეცდომით    მინიჭებულისა)    ან    განმეორება    (სხვა    გადასახადის 
გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა 
რამ არ არის გათვალისწინებული.  
10.     საგადასახადო     აღიცხვის     შემდეგ,     გადასახადის     გადამხდელზე     გაიცემა 
გადასახადის გადამხდელის მოწმობა №I-03 დანართის შესაბამისად. 
11.  გადასახადის  გადამხდელის  საგადასახადო  აღრიცხვის  შემდგომ,  რეგიონული 
ცენტრის    მომსახურების    სამმართველოს    სერვის-ცენტრი    საგადასახადო    აღიცხვის 
შესახებ  წარმოდგენილ  განცხადების  დედანს  თანდართულ  დოკუმენტაციასთან  ერთად 
ყოველი თვის 1, 11 და 21 რიცხვებში უგზავნის შესაბამის რეგიონულ ცენტრს. 
12.  გადასახადის  გადამხდელს  საგადასახადო  აღრიცხვაზე  უარი  შეიძლება  ეთქვას, 
თუ: 
ა)   გადასახადის   გადამხდელი   უკვე   იმყოფება   საგადასახადო   აღრიცხვაზე   და 
მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;  
ბ)   საგადასახადო   აღრიცხვის   თაობაზე   განცხადებაში   ასახული   მონაცემები   არ 
შეესაბამება     წარდგენილ     დოკუმენტებს     (აღნიშნულ     შემთხვევაში,     გადასახადის 
გადამხდელს    უფლება    აქვს    ხელახლა    წარადგინოს    განცხადება    სრულყოფილი 
მონაცემებით); 
გ)    სულყოფილად    არ    არის    წარდგენილი    ამ    მუხლით    გათვალისწინებული 
დოკუმენტები. 
13.     საგადასახადო     აღიცხვაზე     უარის     თქმის     შემთხვევაში,     განმცხადებელს 
დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი. 
14.  საგადასახადო  ორგანო  საგადასახადო  აღრიცხვის  ერთიან  რეესტრს  აწარმოებს 
შემოსავლების    სამსახურის    უფროსის    ბრძანებით    განსაზღვრული    საგადასახადო 
აღრიცხვის     წარმოებაზე     უფლებამოსილი     საგადასახადო     ორგანოს     სამოქმედო 
ტერიტორიული ერთეულების კოდების შესაბამისად.  






Comments