მუხლი 29. შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე

1.  პირებს  შორის  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  მე-18  მუხლის  შესაბამისად 
ურთიერთდამოკიდებულების  არსებობა  მათ  შორის  არსებულ  გარიგების  შედეგებზე 
გავლენას  არ  ახდენს,  თუ  საქონლის/მომსახურების  მიმღები  პირის  მიერ  შესაძლებელია 
ანალოგიური   საქონელი/მომსახურება   სხვა   არაურთიერთდამოკიდებული   პირისგან 
შეიძინოს  იმ  ფასად,  რომელიც  ურთიერთდამოკიდებულ  პირთან  განხორციელებული 
გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით. 
2.   ამ   მუხლის   პირველი   ნაწილის   გარდა,   საგადასახადო   ორგანო,   აუდიტორთა 
საბჭოსთან      შეთანხმებით,      დამატებით      განსაზღვრავს      შემთხვევებს,      როდესაც 
ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას არ ახდენს (ან გავლენა არ მოუხდენია) 
პირებს შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე. 
3.        ამ        მუხლის        პირველი        ნაწილის        მიზნებისათვის,        „ანალოგიური 
საქონელი/მომსახურება“    გულისხმობს    იმგვარ    საქონელს/მომსახურებას,    რომლის 
მიწოდება   ხდება   შესადარის   პირობებში.   შესადარისობის   განსაზღვრისათვის   უნდა 
მოხდეს       ისეთი       ფაქტორების       გათვალისწინება,       როგორიცაა       მიწოდებული 
საქონლის/მომსახურების      ფიზიკური      მახასიათებლები,      ხარისხი,      რეპუტაცია, 
სეზონურობა,   რაოდენობა/მოცულობა,   გადახდის   პირობები   და   სხვა   გონივრული 
პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე. 
.შენიშვნა: აღნიშნული მუხლის დებულებები გამოიყენება არამხოლოდ საშემოსავლო 
და მოგების გადასახადის მიზნებისათვის. 
Comments