მუხლი 28. შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა

1.   პირის,   რომელსაც   უფლება   აქვს   გამოიყენოს   შემოსავლებისა   და   ხარჯების 
აღრიცხვის   გამარტივებული   წესი   (შემდგომში   –   გამარტივებული   აღრიცხვის   წესი) 
აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში 
–   აღრიცხვის   წიგნი)   №II-02   დანართის   მიხედვით,   რომელშიც   ქრონოლოგიური 
თანმიმდევრობით   პირველადი   საღრიცხვო   დოკუმენტების   საფუძველზე   აისახება 
საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია. 
2.  აღრიცხვის  წიგნის  დასალუქად  პირმა  განცხადებით  (  №II-03  დანართი)  უნდა 
მიმართოს საგადასახადო ორგანოს.  
3.  პირს,  საგადასახადო  წლის  მიხედვით,  როგორც  წესი,  ელუქება  ერთი  აღრიცხვის 
წიგნი.  ამასთან,  გადამხდელის  საქმიანობის  სპეციფიკის  გათვალისწინებით  (რამდენიმე 
სტაციონარული  ობიექტების  არსებობა  და  მათი  რეგიონების  მიხედვით  განთესვა  და 
სხვა),  საგადასახადო  ორგანომ  შეიძლება  მიიღოს  გადაწყვეტილება  ერთი  აღრიცხვის 
წიგნზე   მეტის   დალუქვის   თაობაზე.   აღნიშნულ   შემთხვევაში,   აღრიცხვის   წიგნების 
თითოეულ     ეგზემპლარზე     საგადასახადო     ორგანოს     მიერ     კეთდება     აღნიშვნა 
გადამხდელზე გაცემული აღრიცხვის წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ. 
4. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს წიგნების დალუქვის რეესტრის წარმოებას 
გადამხდელების  მიხედვით.  დაუშვებელია  სათანადო  დასაბუთების  და  საგადასახადო 
ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი 
დალუქული წიგნის არსებობა. 
5. პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს 
შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. 
ამასთან,  დასაბეგრი  შემოსავალი  განისაზღვრება  თანხების  (შემოსავლის)  მიღების  ან 
გამოყენების   და   განკარგვის   უფლების   მოპოვების   მომენტში,   ხოლო   ხარჯები   – 
ფაქტობრივი  განაღდების  მიხედვით.  აღნიშნული  პირობა  არ  ეხება  ამორტიზირებად 
აქტივებს.   
6.  პირი,  რომელიც  აღარ  არის  ვალდებული  ან/და  აღარ  აქვს  უფლება  გამოიყენოს 
გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება 
და   აღნიშნულის   შესახებ   წერილობით   აცნობოს   შესაბამის   საგადასახადო   ორგანოს. 
მოცემულ   შემთხვევაში,   საგადასახადო   ორგანოს   მიერ   აღრიცხვის   წიგნში   ბოლო 
ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა „ ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია” და მოწმდება 
ბეჭდით. 
7.   პირმა   უნდა   უზრუნველყოს   თავისი   საქმიანობის   სააღრიცხვო   მაჩვენებლების 
მთლიანობა,   უწყვეტობა   და   უტყუარობა,   რაც   აუცილებელია   საგადასახადო   ბაზის 
განსაზღვრისათვის. 
8. პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა 
ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.   
9.    აღრიცხვის    წიგნი    იხსნება    ერთ    კალენდარულ    წელზე,    იგი    უნდა    იყოს 
ზონარგაყრილი   და   დანომრილი.   ზონარგაყრილი   და   დანომრილი   წიგნის   ბოლო 
გვერდზე  აღინიშნება  მასში  არსებული  ფურცლების  რაოდენობა,  რაც  დამოწმებული 
უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და 
საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.   
10.  საგადასახადო  ორგანომ  შეიძლება  მოითხოვოს  წიგნების  ერთჯერადი  ლუქებით 
დალუქვა.  ასეთ  შემთხვევაში,  საგადასახადო  ორგანომ  თავად  უნდა  უზრუნველყოს 
ერთჯერადი ლუქების შეძენა. 
11.  წიგნის  წარმოება,  დადგენილ  შემთხვევებში,  გადამხდელს  არ  ათავისუფლებს 
სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.   
12.  წიგნში  შეცდომების  შესწორება  უნდა  იყოს  დასაბუთებული  და  დამტკიცებული 
გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწორების 
თარიღის მითითებით.   
13. აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება: 
ა) პირველ სვეტში – რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი; 
ბ)  მე-2  სვეტში   –  მიღებული  შეკვეთა  ან  პირველადი  დოკუმენტის  დასახელება 
(სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის 
საფუძველზეც  განხორციელდა  ოპერაცია.  ამასთან,  მიღებული  შეკვეთა  ან  მიღებული 
(შეძენილი)    საქონელი    წიგნში    ფიქსირდება    დაუყოვნებლივ,    მიუხედავად    მისი 
შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება 
შენიშვნის გრაფაში; 
გ)   მე-3   სვეტში   –   თავისუფალი   ტექსტით   მიეთითება   სამეურნეო   ოპერაციის 
(მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი; 
დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო 
ეკონომიკური     საქმიანობიდან     მიღებული     შემოსავლები     და     სარგებელი.     თუ 
გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას 
საგადასახადო  ორგანოსთან  წინასწარი  წერილობითი  შეთანხმების  შემდგომ,  უფლება 
აქვს  წიგნის  მე-4  სვეტში  მონაცემები  ყოველდღიური  ჯამური  შემოსავლების  შესახებ, 
ასახოს   სამუშაო   დღის   ბოლოს   საკონტროლო   სალარო   აპარატის   ყოველდღიური 
მაჩვენებლის მიხედვით;   
ე) მე-5 სვეტში – საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.  
13.     აღრიცხვის     წიგნში     შეიტანება     ძირითადი     საშუალებების     შეძენის     და 
რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების 
(გამოსაქვითი  ხარჯების)  ოდენობა  განისაზღვრება  ამორტიზირებადი  აქტივებისათვის 
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.   
14.  კალენდარული  წლის  ბოლო  დღეს  წიგნი  იხურება  და  მასში  დაფიქსირებული 
შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების 
წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).   
15.  გადამხდელებმა  გამარტივებული  აღრიცხვის  წესზე  გადასვლის  შემთხვევაში, 
უნდა დაიცვან შემდეგი წესები:   
ა)   ყველა   შეკვეთა,   რომლებიც   გამარტივებული   აღრიცხვის   წესზე   გადასვლის 
მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას;   
ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც 
მიღებულია  აღრიცხვის  გამარტივებულ  წესზე  გადასვლის  შემდეგ,  თუ  აღნიშნული 
თანხები   მიღებულია   გამარტივებულ   წესზე   გადასვლამდე   მიწოდებულ   საქონელზე 
(მომსახურებაზე). 
16. წიგნის შენახვის ვადა 6 წელია.  


გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს განცხადებას, აუცილებლობის შემთხვევაში, 
დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.  


Comments