1. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის წესების შესაბამისად. 2. გადასახადის გადამხდელი, რომლის წლიური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია ზედნადებების რეესტრი აწარმოოს ელექტრონული ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ზედნადების აღრიცხვის ნომერი; ბ) ზედნადების გამოწერის თარიღი; გ) გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) საქონლის ღირებულება. |