მუხლი 25. სასაქონლო ზედნადები

1.  სასაქონლო  ზედნადები  არის  №II-01  დანართის  შესაბამისად  დადგენილი  ფორმის 
დოკუმენტი.  
2.     სასაქონლო     ზედნადები     დგება     3     იდენტურ     ეგზემპლარად     საქონლის 
მიწოდებისთანავე,  ან  ტვირთის  გადაზიდვის  დაწყებისთანავე.  პირველი  ეგზემპლარი 
გადაეცემა   საქონლის   მყიდველს   ან   ტვირთის   მიმღებს   და   თან   ერთვის   საქონელს 
(ტვირთს),  მეორე  –  რჩება  საქონლის  გამყიდველს  ან  ტვირთის  გამგზავნს,  ხოლო  მესამე 
ეგზემპლარს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი.  
3.   ზედნადების   შევსების   თარიღი   ემთხვევა   საქონლის   მიწოდების   ან   ტვირთის 
გაგზავნის თარიღს. თვე იწერება სიტყვიერად.  
4.ზედნადების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის, 
გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის რეკვიზიტის შესახებ. 
5.  ზედნადებში  ტვირთის  გამგზავნის  მიერ  მე-5  სტრიქონზე  ოპერაციის  ამსახველი 
შესაბამისი უჯრა აღინიშნეთ „V” ნიშნით. 
6.   საქონლის   (ტვირთის)   გამგზავნი   შეიძლება   იყოს   საქონლის   გამყიდველი.   ამ 
შემთხვევაში,   ტვირთის   გამგზავნის   ამსახველ   სტრიქონზე   (სტრიქონი   3)   იწერება 
გამყიდველის  მონაცემები.  სხვა  შემთხვევაში,  აღნიშნულ  სტრიქონზე  იწერება  იმ  პირის 
დასახელება   ან   სახელი   და   გვარი,  რომელსაც   გაგზავნს   უზრუნველყოფის   მიზნით 
გადაცემული  აქვს  საქონელი  ან  ტვირთი.  ასევე,  აღინიშნება  (სტრიქონი  6)  ტვირთის 
(საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი). 
7.    საქონლის    (ტვირთის)    მიმღები    შეიძლება    იყოს    საქონლის    მყიდველი.    ამ 
შემთხვევაში, ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე (სტრიქონი 4) იწერება საქონლის 
მყიდველის  მონაცემები.  სხვა  შემთხვევაში,  აღნიშნულ  სტრიქონზე  იწერება  იმ  პირის 
დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით იგზავნება საქონელი ან ტვირთი. 
ასევე, აღინიშნება ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დასრულების (სტრიქონი 7) 
ადგილი (მისამართი).  
8.  ზედნადების  II  ნაწილში  აისახება  საქონლის  (ტვირთის)  დასახელება,  რაოდენობა, 
ერთეულის ფასი და თანხა. 
9.    მომსახურების    ხელშეკრულების    ფარგლებში    ან    პირის    ტერიტორიულად 
განცალკევებულ   სტრუქტურულ   ქვედანაყოფებს   (ფილიალებს,   საამქროებს,   უბნებს, 
მეურნეობებს  და  ა.შ.)  შორის  საქონლის  გადაზიდვის  შემთხვევაში  –  ზედნადები  ივსება 
საქონლის  გადაზიდვის  დაწყებისთანავე.  პირველი  ეგზემპლარი  გადაეცემა  საქონლის 
მიმღებს  და  თან  ერთვის  საქონელს,  მეორე  რჩება  საქონლის  გამგზავნს,  ხოლო  მესამეს 
იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა ტვირთის 
გაგზავნის დაწყების თარიღს (თვე აღინიშნება სიტყვიერად).  
10.  დისტრიბუციის  შემთხვევაში,  საქონელთან  ერთად  დისტრიბუტორს  გადაეცემა 
ზედნადების  პირველი  და  მესამე  ეგზემპლარები.  საქონლის  გამყიდველი  ან  ტვირთის 
გამგზავნი     დისტრიბუტორს     დამატებით     გადასცემს     მყიდველთა     რაოდენობის 
გათვალისწინებით შესაბამისი ოდენობის ზედნადებებს. 
11. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ ივსება 
საქონლის გამყიდველის (გამგზავნის) მონაცემები (სტრ.3).  
12.  იმ  შემთხვევაში,  როცა  დისტრიბუტორის  მიერ  სრულად  არ  არის  რეალიზებული 
საქონელი,      მაშინ      საქონლის      გამყიდველს      აღნიშნულ      პერიოდში      ბარდება 
დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი. 
13.  დისტრიბუციის  წესით  მიწოდებისას  დისტრიბუტორისათვის  სარეალიზაციოდ 
გადაცემული  საქონლის  რაოდენობა  და  სხვა  პარამეტრები  ფიქსირდება  ოპერაციის 
განხორციელების დღით დათარიღებულ ზედნადების ფორმაში.  
14.    მყიდველისათვის    ერთი    კალენდარული    თვის    განმავლობაში    საქონლის 
მრავალჯერ  მიწოდებისას  (მათ  შორის,  არაერთგვაროვანი  საქონლის,  ან/და  მიღებაზე 
უფლებამოსილი    სხვადასხვა    პირის    ან    ჩაბარებაზე    პასუხისმგებელი    სხვადასხვა 
დისტრიბუტორის    შემთხვევებშიც)    შესაძლებელია    ერთი    არასრულად    შევსებული 
ზედნადების   გამოყენება,   რომლის   დროსაც   ამ   ზედნადების   ორივე   ეგზემპლარს 
შესაძლებელია  იტოვებდეს  საქონლის  მყიდველი  (ტვირთის  მიმღები)  მანამდე  (მაგრამ 
არა  უგვიანეს  ოპერაცი(ებ)ის  განხორციელების  თვის  ბოლო  დღისა),  სანამ  არ  იქნება 
მიღებული  გადაწყვეტილება  განხორციელებული  მიწოდების  მონაცემების  ზედნადებში 
შეტანის დასრულების თაობაზე.  
15.  არასრულად  შევსებული  ზედნადების  გამოყენებისას  მე-10  სტრიქონზე  იწერება 
(ასევე      სიტყვიერად)      მიწოდებული      საქონლის      მთლიანი      თანხა,      საქონლის 
მყიდველისათვის  ჩაბარება  დასტურდება  (მე-13  და  მე-14  სტრიქონები)  მყიდველის  ან 
საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, თანამდებობის, სახელისა და 
გვარის     მითითებით,     ხოლო     მე-15     სტრიქონზე     იწერება     ბოლო     ჩანაწერების 
განხორციელების თარიღი. 
16.  დასაშვებია  სხვადასხვა  მიზეზით  გამყიდველისათვის  საქონლის  დაბრუნების 
ფაქტის  ასახვა  არასრულად  შევსებულ  ზედნადებში.  ამ  შემთხვევაში  საქონლის  უკან 
დაბრუნება,  დისტრიბუტორის  (ამ  შემთხვევაში  მე-7  სვეტში  „მიიღო”)  და  საქონლის 
მყიდველის  (ტვირთის  მიმღების)  ან  მიღებაზე  უფლებამოსილი  პირის  (ამ  შემთხვევაში 
მე-8  სვეტში  „ჩააბარა”)  ხელმოწერებთან  ერთად,  არასრულად  შევსებულ  ზედნადებში 
სათანადო   ჩანაწერით   ფიქსირდება   დაბრუნებული   საქონლის   დასახელება,   ზომის 
ერთეული,   რაოდენობა,   ფასი,   თანხა,   თარიღი,   ხოლო   მე-9   სვეტში   იწერება   „უკან 
დაბრუნება”. 
17.    ამასთან,    დისტრიბუტორი    მის    ხელთ    არსებული    ზედნადების    პირველ 
ეგზემპლარში    შეიტანს    არასრულად    შევსებულ    ზედნადებში    შეტანილის    მსგავს 
მონაცემებს,  კონკრეტული  საქონლის  მყიდველისაგან  უკან  დაბრუნებული  საქონლის 
შესახებ. საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი დასტურდება დისტრიბუტორის (სვეტი – „ 
მიიღო”) და მყიდველის (სვეტი –„ ჩააბარა”) ხელმოწერებით. 
18.  საქონლის  ასორტიმენტის  მრავალსახეობის  დროს  ან  სხვა  მიზეზით,  როდესაც 
საკმარისი  არ  არის  ერთი  ზედნადები,  გამოიყენება  ზედნადების  დანართი.  დანართის 
პირველ   სტრიქონზე   იწერება   იმ   ზედნადების   ნომერი,   რომლის   გაგრძელებასაც 
წარმოადგენს მოცემული დანართი.  
19.  დანართი  ივსება  ზედნადებთან  ერთად.  საქონელზე  ინფორმაცია  შეიტანება  იმ 
სახით,  როგორც  ეს  არის  გათვალისწინებული  აღნიშნული  ზედნადების  ფორმაში.  იგი 
დამოწმდება  საქონლის  მყიდველის  ან  საქონლის  მიღებაზე  უფლებამოსილი  პირის 
ხელმოწერით.  
20.  სასაქონლო  ზედნადები  შეიძლება  გამოყენებულ  იქნეს  ექსპორტის  სასაქონლო 
ოპერაციის   დეკლარირებისას   (გარდა   შავი   ან/და   ფერადი   ლითონების   ჯართის   ან 
სატრანსპორტო    საშუალებების    ექსპორტისა).    ამ    შემთხვევაში,    პირის    მოთხოვნის 
საფუძველზე  დასაშვებია  ზედნადების  დამატებითი  ეგზემპლარის  გამოწერა,  რომელიც 
რჩება პორტალში. 
21.   გადაზიდვის   ფაქტს   ხელმოწერით   ადასტურებს   გამყიდველი   ან   ტვირთის 
გამგზავნი.  ასევე,  მიეთითება  უფლებამოსილი  პირის  თანამდებობა,  სახელი  და  გვარი, 
ხოლო ტვირთის მიღების ფაქტს – ხელმოწერით ადასტურებს გადამზიდველი. 
22.ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი. 



Comments