მუხლი 24. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

1.   გადასახადის   გადამხდელი   ვალდებულია   სწორად   და   დროულად   აღრიცხოს 
შემოსავლები  და  ხარჯები  დოკუმენტურად  დადასტურებულ  მონაცემთა  საფუძველზე. 
ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და 
გაწეულ  ხარჯებში  არც  ერთი  ელემენტი  არ  უნდა  იქნეს  გამოტოვებული  ან  ორჯერ 
ჩართული. 
2.    ეკონომიკური    საქმიანობისათვის    ქვეყნის    შიგნით    საქონლის    მიწოდებისას 
გამოყენებული   უნდა   იქნეს   სასაქონლო   ზედნადები,   გარდა   სპეციალური   დ.ღ.გ-ის 
ანგარიშ-ფაქტურების     (№II-06     დანართი)     და     ნავთობპროდუქტის     სპეციალური 
საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურების  (დანართი  №III-09)  მიხედვით  განხორციელებული 
მიწოდებისა. 
 3.  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  დოკუმენტის  გარეშე  აკრძალულია  საქონლის 
საწარმოს   ტერიტორიულად   განცალკევებულ   სტრუქტურულ   ქვედანაყოფებს   შორის 
(ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) 
და შენახვა. 
4.  ზედნადები  ხელმოწერასთან  ერთად  მოწმდება  შტამპით  ან  ბეჭედით  (ასეთის 
არსებობის  შემთხვევაში).  ამასთან,  მყიდველის  მიერ  ზედნადების  ბეჭდით  დამოწმება 
სავალდებულო არ არის.  

კომენტარი

ბეჭედი სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია. საიდენტიფიკაციო ნომერზე რომ არ შეგედაონ

Comments