მუხლი 23. საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნა

საქართველოს  საწარმო,  საქართველოს  ორგანიზაცია  და  მეწარმე  ფიზიკური  პირი 
საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I-21 დანართის 
შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო 
ანგარიშების    (გარდა    საანაბრო    (ვადიანი)    ანგარიშებისა)    გახსნის    შესახებ    ასეთი 
ანგარიშების   გახსნიდან   5   სამუშაო   დღის   ვადაში.   ცნობაში   ასახული   ინფორმაცია 
საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში. 

Comments