მუხლი 22. ბარათის გახსნა და მონაცემების შეტანა

1.   ბარათი   იხსნება   პროგრამულად   გადასახადის   გადამხდელის   საგადასახადო 
ორგანოში აღრიცხვის მიხედვით, მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე. 
2.    არარეზიდენტი    პირების    მიერ    საქართველოში    მუდმივი    დაწესებულების 
მეშვეობით    საქმიანობის    განხორციელების    შემთხვევაში,    ბარათი    საგადასახადო 
ორგანოში   იხსნება   მუდმივი   დაწესებულების   საგადასახადო   ორგანოში   აღრიცხვის 
მიხედვით. 
3.  არარეზიდენტი  პირის  მიერ  საქართველოში  მუდმივი  დაწესებულების  გარეშე 
საქმიანობის  განხორციელების  შემთხვევაში,  ბარათი  საგადასახადო  ორგანოში  იხსნება 
მისი          ადგილსამყოფელის          მიხედვით,          ან          საგადასახადო          აგენტის 
ადგილსამყოფლის/საცხოვრებელი    ადგილის    მიხედვით,    ან    დაბეგვრის    ობიექტის 
ადგილსამყოფელის მიხედვით. 
4.  ყველა  აქტიური  გადამხდელისთვის  ბარათი იხსნება  ყოველი  საგადასახადო  წლის 
დასაწყისში. 
5.  ბარათში  მიეთითება  გადასახადის  გადამხდელის  სრული  დასახელება/სახელი  და 
გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახდელის დასახელება და საგადასახადო წელი 
(პერიოდი),   ხოლო   იმ   გადასახადის   გადამხდელთა   ბარათზე,   რომლებიც   იყენებენ 
დაბეგვრის   სპეციალურ   რეჟიმებს,   ბარათზე   მიეთითება   აგრეთვე   იმ   სპეციალური 
დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი. 
6. ბარათი იხსნება: 
ა) გადასახადების სახეების მიხედვით; 
ბ) საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით; 
გ)   იმ   მოსაკრებლის   სახეების   მიხედვით,   რომლის   ადმინისტრირება   ევალება 
საგადასახადო ორგანოს; 
დ)  გაუქმებული  გადასახადების  მიხედვით,  სადაც  აღირიცხება  ნაშთები,  რომლებიც 
გადმოიტანება ბარათიდან გადასახდის გაუქმების შემთხვევაში. 
7.  უკუდაბეგვრის  წესით  დღგ-ის  აღრიცხვისათვის  იხსნება  ცალკე  ბარათი,  ხოლო 
გრანტით  შეძენილ  საქონელზე  გადახდილი  დღგ-ის  აღრიცხვა  ხდება  დღგ-ის  ბარათზე 
შესაბამისი ოპერაციების გამოყენებით. 
8.   აქციზის   გადასახადში   იხსნება   ორი   ბარათი.   აქციზური   მარკების   შესაძენად 
გადახდილი   თანხები   აისახება   „აქციზური   მარკების”   ბარათზე   და   ყოველთვიური 
დეკლარაციით     გაცხადებული     გადასახადის,     არამარკირებულ     და     გახარჯულ 
მარკირებულ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება  
„აქციზის” ბარათი. 
9.    საგადასახადო    სამართალდარღვევათა    მიხედვით    იხსნება    ერთიანი    ბარათი 
ჯარიმებისათვის, გარდა იმ ჯარიმებისა, რომელთა გამოანგარიშება ხდება კონკრეტული 
გადასახადის მიხედვით პროცენტულად. 
10.  ბარათებზე  არსებული  არარეალური  ჩანაწერების  დაზუსტების,  მათზე  რეალური 
ნაშთების  გამოყვანის  და  შემდგომ  ამ  ჩანაწერების  ბარათებზე  გადატანის  მიზნით, 
დასაშვებია მოქმედი ან გაუქმებული გადასახადების დროებითი ბარათების გახსნა. 
11. პირისათვის, რომელიც იხდის ექსპორტის და იმპორტის გადასახდელებს, ბარათი 
იხსნება   მის   მიერ   სასაქონლო   ოპერაციის   განხორციელების   ადგილის   მიხედვით 
საგადასახადო   ორგანოში,   ხოლო   მისი   იდენტიფიცირება   ხდება   კანონმდებლობით 
დადგენილი წესით. 
12. ბარათზე მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს: 
ა)  გადასახადის  გადამხდელის  მიერ  წარმოდგენილი  საგადასახადო  და  სასაქონლო 
დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები; 
ბ)   საგადასახადო   ორგანოსა   და   სხვა   უფლებამოსილი   ორგანოების   შემოწმების 
მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია; 
გ)  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  გაფორმებული  დასკვნები  (მათ  შორის,  სასაქონლო 
ოპერაციის   განხორციელებისას   წარმოშობილი   ვალდებულებების   შესრულების   და 
გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები); 
დ) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; 
ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები; 
ვ) სამართალდარღვევის ოქმები; 
ზ) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები 
და სხვა დოკუმენტები; 
თ)  კომერციული  ბანკის  ან  მისი  მომსახურე  საანგარიშსწორებო  –  საპროცესინგო 
ცენტრის   მიერ   მიწოდებული   ელექტრონული   შეტყობინება   გადახდის   ოპერაციის 
შესახებ. 
Comments