მუხლი 21. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცვხის ბარათი

1.   გადასახადის   გადამხდელის   პირადი   აღრიცხვის,   №I-20   დანართის   შესაბამის, 
ელექტრონულ ბარათზე (შემდეგში – ბარათი) აისახება გადასახადის გადამხდელის მიერ 
დეკლარირებული    და    გადახდილი    თანხები,    აგრეთვე    საგადასახადო    და    სხვა 
უფლებამოსილი          ორგანოების          მიერ          საქართველოს          კანონმდებლობით 
გათვალისწინებული     გადასახდელად     დარიცხული     ან     შემცირებული     თანხები, 
ზედმეტად   გადახდილი,   უკან   დაბრუნებული   ან   სხვა   გადასახადების   გადახდის 
ანგარიშებში        გადატანილი        თანხები,        ვადაგადაცილებული        საგადასახადო 
დავალიანებები,    საგადასახადო    სანქციები    (ჯარიმები    და    საურავები),    ნულოვანი 
განაკვეთით   დასაბეგრი   ოპერაციები,   სასაქონლო   დეკლარირების   განხორციელების 
დროს გადახდილი ექსპორტის და იმპორტის გადასახდელი თანხები. 
2.     ბარათის     წარმოება     გულისხმობს     მისი     გახსნის,     მონაცემების     შეტანის, 
გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს. 
3.  ბარათს  აწარმოებენ  საგადასახადო  ორგანოს  უფროსის/მოადგილის  ბრძანებით 
განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. 
4.    ბიუჯეტის    შემოსულობების    აღრიცხვა    წარმოებს    საქართველოს    ფინანსთა 
მინისტრის     მიერ     დამტკიცებული     ბიუჯეტის     შემოსულობების     კლასიფიკაციის 
თანახმად. 
5.  ბარათის  კომპიუტერიზებული  დამუშავების  დროს  პროგრამულად  უნდა  იქნეს 
უზრუნველყოფილი  მონაცემთა  ბაზასთან  დაშვების  უფლების  მქონე  მომხმარებელთა 
განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს. 



Comments