მუხლი 20. საქონლის კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა

1.  დაინტერესებული  პირი,  საქონლის  მიმართ  საგარეო-ეკონომუკური  საქმიანობის 
ეროვნული    სასაქონლო    ნომენკლატურის    შესაბამისად    საქონლის    კოდის    ან/და 
წარმოშობის  ქვეყნის  განსაზღვრის  მიზნით  წინასწარი  გადაწყვეტილების  მისაღებად,  
№I-17   დანართის   შესაბამისად,   მიმართავს   შემოსავლების   სამსახურს.   პირს   ერთი 
განცხადებით   სასაქონლო   კოდის   განსაზღვრის   ან   წარმოშობის   ქვეყნის   დადგენის 
მოთხოვნის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე.  
2.  პირის  განცხადებას  უნდა  ერთოდეს  წინასწარი  გადაწყვეტილების  მიღებისათვის 
ფაქტობრივად წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა, დოკუმენტებთან ერთად. 
3.  იმ  შემთხვევაში,  თუ  დაინტერესებული  პირის  მიერ  წარდგენილი  დოკუმენტები 
ან/და   ინფორმაცია   არ   არის   საკმარისი   წინასწარი   გადაწყვეტილების   მისაღებად, 
შემოსავლების   სამსახური   განცხადების   რეგისტრაციიდან   15   დღის   განმავლობაში 
ატყობინებს   პირს   ხარვეზის   არსებობის   ან/და   დამატებითი   დოკუმენტის   ან   სხვა 
ინფორმაციის     წარდგენის     საჭიროების     შესახებ.     ხარვეზის     აღმოფხვრის     ან/და 
დამატებითი    დოკუმენტის    ან    სხვა    ინფორმაციის    წარდგენის    ვადა    არ    უნდა 
აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევებში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადის 
დინება    შეჩერებულად    ითვლება    ხარვეზის    აღმოფხვრამდე,    ან/და    დამატებითი 
დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე. 
4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს 
საქართველოში   შესაბამისი   აკრედიტაციის   მქონე   ლაბორატორიის   მიერ   გაცემული 
დასკვნის  წარდგენა,  რასთან  დაკავშირებულ  ხარჯებს  ანაზღაურებს  დაინტერესებული 
პირი. 
5.  პირის  მიერ  დადგენილ  ვადაში  დამატებითი  დოკუმენტის  ან  სხვა  ინფორმაციის 
წარუდგენლობის   ან/და   ხარვეზის   აღმოუფხვრელობის   შემთხვევაში,   შემოსავლების 
სამსახური  უფლებამოსილია  მიიღოს  გადაწყვეტილება  განცხადების  განუხილველად 
დატოვების შესახებ, რასაც აცნობებს დაინტერესებულ პირს. 
6.    წინასწარი    გადაწყვეტილება    საგარეო-ეკონომიკური    საქმიანობის    ეროვნული 
სასაქონლო  ნომენკლატურის  სასაქონლო  კოდის  განსაზღვრის  შესახებ  გამოიცემა  №I-18 
დანართის  შესაბამისად,  ხოლო  საქონლის  წარმოშობის  ქვეყნის  განსაზღვრის  შესახებ  – 
№I-19 დანართის შესაბამისად. 
7.  შესაბამისი  საფუძვლის  არსებობისას,  გამოცემულ  წინასწარ  გადაწყვეტილებაში 
ცვლილების   ან/და   დამატების   შეტანა   დასაშვებია   გადაწყვეტილებაში   აღნიშნულ 
საქონელზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე. 




Comments