მუხლი 2. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც 
იბეგრება  გადახდის  წყაროსთან  ან  გათავისუფლებულია  დაბეგვრისაგან)  ვალდებულია 
ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით 
მიმართოს  რეგიონულ  ცენტრს,  გარდა  ამ  მუხლის  მე-4  პუნქტით  გათვალისწინებული 
შემთხვევისა. 
2.  პირველი  მუხლის  მე-2  პუნქტის  „  გ“-„  თ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული 
გადასახადის  გადამხდელი  (გარდა  უცხოური  საწარმოს/ორგანიზაციისა)  ვალდებულა, 
ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით 
მიმართოს რეგიონულ ცენტრს.  
3.  ფიზიკურ  პირს,  რომელსაც  საქართველოში  არ  გააჩნია  საცხოვრებელი  ადგილი,  ან 
უცხოურ   საწარმოს/ორგანიზაციას,   რომელსაც   საქართველოში   არ   გააჩნია   მუდმივი 
დაწესებულება,   საგადასახადო   აღრიცხვის   მიზნით   შეუძლია   მიმართოს   რეგიონულ 
ცენტრს.   ამასთან,   საგადასახადო   აღრიცხვის   შესახებ   განცხადების   ფორმაში,   სხვა 
რეკვიზიტებთან  ერთად,  მიეთითება  მისი  უცხოეთში 
საცხოვრებელის/ადგილსამყოფლის მისამართი. 
4.  საქართველოს  მოქალაქე  ფიზიკური  პირი  (გარდა  მეწარმე  ფიზიკური  პირისა) 
უფლებამოსილია  წარმოშობილი  საგადასახადო  ვალდებულების  დეკლარირებისას  და 
საბანკო     დაწესებულებაში     გადასახადის     გადახდისას,     საგადასახადო     ორგანოში 
საგადასახადო   აღრიცხვის   პროცედურების   გავლის   გარეშე,   მიუთითოს   მოქალაქის 
პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი). 
5.     საქართველოს     მოქალაქეობის     არმქონე     ფიზიკური     პირი     საგადასახადო 
ვალდებულების    წარმოშობისას    ვალდებულია    საგადასახადო    აღრიცხვის    შესახებ 
განცხადებით მიმართოს რეგიონულ ცენტრს. 
6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის 
საგადასახადო  აღრიცხვის  პროცედურა  ხორციელდება  „ერთი  ფანჯრის“  პრინციპით 
საქართველოს  ფინანსთა  მინისტრისა  და  საქართველოს  შინაგან  საქმეთა  მინისტრის 
ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.  
7.  „  ფასიანი  ქაღალდების  ბაზრის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  54-ე 
პუნქტით   განსაზღვრული   იურიდიული   პირებისთვის   საქართველოს   საგადასახადო 
კოდექსის   23-ე   მუხლის   მე-3   ნაწილის   შესაბამისად,   საერთაშორისო   ფინანსური 
კომპანიის  სტატუსის  მინიჭებას  და  რეესტრის  წარმოებას  ახორციელებს  საგადასახადო 
ორგანო. 
8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ 
ათავისუფლებს  სახელმწიფო  რეგისტრაციამდე/საგადასახადო  აღრიცხვამდე  არსებული 
საგადასახადო ვალდებულებებისგან. 
Comments