მუხლი 18. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

1.  გადასახადის  გადამხდელის  მოთხოვნის  წარდგენის  საფუძველია  გადასახადების 
ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა. 
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: 
ა)    საგადასახადო    ორგანო,    რომელსაც    წარედგინა    გადასახადის    გადამხდელის 
მოთხოვნა;  
ბ)  პირის  რეკვიზიტები  –  სახელი  და  გვარი/დასახელება,  საიდენტიფიკაციო  ნომერი, 
მისამართი; 
გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი; 
დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი; 
ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. 
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 
დანართის   ფორმით   და   მას   უნდა   დაერთოს   ყველა   ის   დოკუმენტი,   რომელთა 
საფუძველზეც მოხდა მისი წარდგენა. 
 4.     პირის     მიერ     საგადასახადო     ორგანოსთვის     წარდგენილი     გადასახადის 
გადამხდელის     მოთხოვნა     ელექტრონული     ფორმით     აღირიცხება     გადასახადის 
გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად. 




Comments