მუხლი 17. საგადასახადო მოთხოვნა

1.  საგადასახადო  ორგანო  პირს  წარუდგენს  საგადასახადო  მოთხოვნას,  თუ  არსებობს 
მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:  
ა)     გადასახადის     დარიცხვა,     რომლის     გაანგარიშება     საგადასახადო     ორგანოს 
ვალდებულებაა; 
ბ)   გადასახადის   დარიცხვის   ან/და   სანქციის   დაკისრების   შესახებ   საგადასახადო 
ორგანოს გადაწყვეტილება; 
გ)  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  240-ე  მუხლის  შესაბამისად  მესამე  პირზე 
გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება. 
2. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: 
ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო ორგანო და მისი მისამართი; 
ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი; 
გ)  პირის  რეკვიზიტები  –  სახელი  და  გვარი/დასახელება,  საიდენტიფიკაციო  ნომერი, 
მისამართი; 
დ)       საგადასახადო       მოთხოვნის       წარდგენის       საფუძველი,       საგადასახადო 
კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა 
ან/და საგადასახადო სანქციის დაკისრება; 
ე)  საგადასახადო  მოთხოვნის  შინაარსი  –  დარიცხული  გადასახადის,  საურავისა  და 
ჯარიმის     ოდენობა,     საგადასახადო     მოთხოვნის     შესრულების     ვადა     და     წესი, 
შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა); 
ვ)  პირის  უფლებები  და  ვალდებულებები,  მათ  შორის,  საგადასახადო  მოთხოვნის 
გასაჩივრების ვადა და წესი; 
ზ)  საგადასახადო  დავალიანების  გადახდევინების  უზრუნველყოფის  ღონისძიებები, 
რომლებიც  პირის  მიმართ  გამოიყენება  საგადასახადო  მოთხოვნის  შეუსრულებლობის 
შემთხვევაში; 
თ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. 
3. პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა: 
ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად; 
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად; 
გ) მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე – №I-11 დანართის შესაბამისად. 
4.   საგადასახადო   ორგანო   გადასახადის   გადამხდელს   საგადასახადო   მოთხოვნას 
უგზავნის    გამოვლენილ    საგადასახადო    სამართალდარღვევაზე    ან    საგადასახადო 
შემოწმების    მასალებზე    თანხების    დარიცხვის    შესახებ    საგადასახადო    ორგანოს 
უფროსის/მოადგილის   მიერ   გადაწყვეტილების   მიღების   დღიდან   5   სამუშაო   დღის 
განმავლობაში. 
5.  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  პირისთვის  წარდგენილი  საგადასახადო  მოთხოვნა 
ელექტრონული   ფორმით   აღირიცხება   საგადასახადო   მოთხოვნის   სარეგისტრაციო 
ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად. 








Comments