მუხლი 16. გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას 
და     დაწესებულ     ვალდებულებათა     შესრულებისას     საგადასახადო     ორგანოსთან 
ურთიერთობის  ხელშეწყობის  მიზნით,  გადასახადის  გადამხდელი  უფლებამოსილია 
ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის შემდეგი მომსახურებით: 
ა)   საგადასახადო   კანონმდებლობაში   ცვლილებებისა   და   დამატებების   თაობაზე 
გადასახადის გადამხდელის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა;  
ბ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაციები, გაანგარიშებები) შევსების 
ტექნიკურ    საკითხებზე    დახმარების    გაწევა,    გარდა    გადასახადის    გადამხდელის 
საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;  
გ)   გადასახადის   გადამხდელის   ინტერესების   დაცვა   საგადასახადო   ორგანოსთან 
ურთიერთობისას   ახსნა-განმარტების   წარდგენის   გზით,   მათ   შორის,   გადასახადის 
გადამხდელის   მიმართ   შედგენილი   სამართალდარღვევის   ოქმებისა   და   შემოწმების 
აქტების განხილვისას; 
დ) გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესო საკითხებზე საგადასახადო ორგანოს 
პოზიციის მიწოდება; 
ე) გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებული 
ინფორმაციის გაცნობა; 
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა; 
ზ) საგადასახადო მოთხოვნის მიღება/ჩაბარება;  
თ)   საგადასახადო   ანგარიშგების   ფორმების   (დეკლარაცია,   გაანგარიშება,   ცნობა) 
საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა;  
ი)  გადასახადის  გადამხდელის  ინფორმირება  კუთვნილი  საგადასახადო  შეღავათის 
შესახებ      და      შესაბამისი      მტკიცებულებების      (დოკუმენტების)      საგადასახადო 
ორგანოსათვის წარდგენა; 
კ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების ასევე, საგადასახადო 
ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის და სავადოების (მათ შორის, რესტრუქტურიზირებული 
საგადასახადო დავალიანების) დროული განხორციელების გაკონტროლება; 
ლ) გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების 
გადასახადის  გადამხდელის  პირადი  აღრიცხვის  ბარათზე  დროულად  და  სრულად 
ასახვის გაკონტროლება, მათ შორის: 
ლ.ა)   გადასახადის   გადამხდელის   მოთხოვნის   წარდგენა   ზედმეტად   გადახდილი 
თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან 
სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშების გადატანის თაობაზე; 
ლ.ბ)   გადასახადის   გადამხდელის   პირადი   აღრიცხვის   ბარათზე   საგადასახადო 
დავალიანების    თანხების    ჩამოწერის    პროცედურის    დროული    და    სრულყოფილი 
განხორციელება; 
მ)  გადასახადის  გადამხდელის  წერილობით  შეკითხვებზე  პასუხის  დროულად  და 
სრულყოფილად გაცემის ხელშეწყობა; 
ნ)    საგადასახადო    ორგანოდან    საგადასახადო    ანგარიშგების    ფორმების,    ასევე 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, 
ჩეკთან   გათანაბრებული   დოკუმენტების   და   აქციზური   მარკების   მიღების   ან/და 
რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება; 
ო)   საწარმოს/ორგანიზაციის   ლიკვიდაციის   ან/და   რეორგანიზაციის   შემთხვევაში, 
გასატარებელი    პროცედურების     სრულყოფილი     და     დროული    განხორციელების 
ხელშეწყობა; 
პ)  ზედმეტად  გადახდილი  გადასახადების  დაბრუნებისა  და  დროულად  ჩათვლის 
მიზნით სათანადო ქმედებების განხორციელება; 
ჟ)   ბიუჯეტთან   ანგარიშსწორების   შედარების   აქტის   გაფორმების   პროცედურების 
სწორად წარმართვის ხელშეწყობა. 
2. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო აგენტს შორის ურთიერთობა, 
პირადი   საგადასახადო   აგენტის   მომსახურებით   სარგებლობის   წესი   და   პირობები, 
მომსახურების ფარგლები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო 
ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.  
Comments