მუხლი 15. საჯარო გადაწყვეტილება

 1.   სამინისტროსთან   არსებული   დავების   განხილვის   საბჭოს   ან   შემოსავლების 
სამსახურის  ინიციატივით,  დავის  განმხილველი  ორგანოს  მიერ  საჩივრის  განხილვის 
შედეგად    მიღებული    გადაწყვეტილების    საფუძველზე,    საქართველოს    ფინანსთა 
მინისტრი  გამოსცემს  საჯარო  გადაწყვეტილებას,  თუ  დავის  განმხილველი  ორგანოს 
გადაწყვეტილება: 
ა)    მნიშვნელოვანია    საქართველოს    კანონმდებლობის    ნორმების    ერთგვაროვანი 
განმარტებისა და გაგებისათვის; 
ბ)          აყალიბებს          არსებულისაგან          განსხვავებულ          დაბეგვრის          ან/და 
სამართალდარღვევისათვის სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს; 
გ) მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. 
2.   საჯარო   გადაწყვეტილება   ეგზავნება   შემოსავლების   სამსახურს   და   ქვეყნდება 
სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით. 
3.  დავების  განმხილველი  ორგანოს  მიერ  მიღებული  გადაწყვეტილების  საფუძველზე 
საჯარო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოიცეს: 
ა)  დავების  განმხილველი  ორგანოს  გადაწყვეტილების  გასაჩივრების  ვადის  გასვლის 
შემდგომ, თუ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;  
ბ)  დავების  განმხილველი  ორგანოს  გადაწყვეტილების  სასამართლოში  გასაჩივრების 
შემთხვევაში – თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი 
არ დაკმაყოფილდა. 
 4.  საჯარო  გადაწყვეტილება  იურიდიულ  ძალას  კარგავს,  თუ  გაუქმდა  ან  შეიცვალა 
კანონმდებლობის  ნორმა,  რომლის  საფუძველზეც  ან/და  რომლის  განმარტებისათვის 
გამოიცა საჯარო გადაწყვეტილება. 
 5. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 
ან   შემოსავლების   სამსახურის   უფროსის   ინიციატივით,   თუ   მიზანშეწონილად   იქნა 
მიჩნეული       საჯარო       გადაწყვეტილებით       განსაზღვრული       დაბეგვრის       ან/და 
სამართალდარღვევაზე    სანქციის    გამოყენების    პრინციპის/მეთოდის    გადახედვა    ან 
არსებული პრაქტიკის შეცვლა. 
Comments