მუხლი 14. საჯარო შეტყობინება

1.     დოკუმენტის     საჯაროდ     გავრცელების     შესახებ     გადაწყვეტილებას     იღებს 
შემოსავლების       სამსახურის       უფროსი/მოადგილე       შემოსავლების       სამსახურის 
ცენტრალური   აპარატის   სტრუქტურული   ერთეულის,   ტერიტორიული   ორგანოს   ან 
სპეციალიზებული      სტრუქტურული      ერთეულის      დასაბუთებული      მიმართვის 
საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი 
დოკუმენტის  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსით  დადგენილი  წესით  ჩაბარების 
შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 
2.  საჯარო  შეტყობინება  ხორციელდება  დოკუმენტის  ქსეროასლი,  ფოტოასლის  ან 
ტექსტური  ასლის  სამინისტროს  ოფიციალურ  ვებგვერდზე  –  www.mof.ge  (შემდეგში  – 
სამინისტროს   ვებ-გვერდი)   განთავსებით   და   მასობრივად   გავრცელებულ   გაზეთში 
გამოქვეყნების საშუალებით (იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული  ერთეულის  ფარგლებში,  სადაც  გადასახადის  გადამხდელი  იმყოფება 
საგადასახადო აღრიცხვაზე). 
3.  დოკუმენტის  სამინისტროს  ვებგვერდზე  განთავსებას,  შემოსავლების  სამსახურის 
წერილობითი  მიმართვის  საფუძველზე  უზრუნველყოფს  სამინისტროს  მმართველობის 
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური 
სამსახური,  ხოლო  გაზეთში  გამოქვეყნებას  –  შემოსავლების  სამსახურის  ცენტრალური 
აპარატი. 
Comments