მუხლი 13. ელექტრონული საჩივარი

1.    პირი    უფლებამოსილია    სამინისტროს    სისტემაში    ელექტრონული    საჩივარი 
წარადგინოს   სამსახურის   ან   სამინისტროს   ვებ-გვერდის   საშუალებით,   რაც   მას   არ 
ართმევს   უფლებას   საგადასახადო   დავის   განმხილველ   ორგანოსთან   კომუნიკაცია 
აწარმოოს წერილობითი ფორმით. 
2.  სამსახურის  ვებგვერდის  საშუალებით  წარდგენილი  ელექტრონული  საჩივარი  და 
თანდართული    დოკუმენტები    ითვლება    მომჩივნის    მიერ    ხელმოწერილად    და 
დანომრილად. 
3.  პირს  ინფორმაცია  მის  მიერ  წარდგენილი  საჩივრის  განხილვის  ეტაპებისა  და 
განხილვის  შედეგების  შესახებ  მიეწოდება  მოკლე  ტექსტური  შეტყობინების  სახით,  რაც 
არ  ათავისუფლებს  საგადასახადო  დავის  განმხილველ  ორგანოს  ვალდებულებისგან, 
მომჩივანს  წერილობით  შეატყობინოს  საჩივრის  თაობაზე  მიღებული  გადაწყვეტილების 
შესახებ. 
4.    ელექტრონული    საჩივარი    ინახება    საჩივრების    აღრიცხვისა    და    მართვის 
საინფორმაციო სისტემაში, რომელიც არის სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა 
და  შემოსავლების  სამსახურში  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსით  დადგენილი 
წესით    მიღებულ    საჩივრებთან   დაკავშირებული    ელექტრონული    საქმისწარმოების 
ამსახველი მონაცემების ერთობლიობა. 
5.    საჩივრების    აღრიცხვისა    და    მართვის    საინფორმაციო    სისტემაში    დაცული 
ინფორმაცია/დოკუმენტაცია     შეიძლება     გამოყენებული     იქნეს     ადმინისტრაციული 
წარმოების მასალების სახით. 
Comments