მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

1.  შემოსავლების  სამსახურსა  და  გადასახადის  გადამხდელს  შორის  კომუნიკაციისას, 
გადასახადის   გადამხდელს   საკონტაქტო   ტელეფონის   ნომერსა   და   ელექტრონული 
ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი 
დოკუმენტის   სარეგისტრაციო   ნომრის   მითითებით.   ელექტრონული   დეკლარაციის 
მიღების  დადასტურების  მიზნით,  საგადასახადო  ორგანო  გადასახადის  გადამხდელს 
ვებგვერდზე   უგზავნის   დეკლარაციის   სარეგისტრაციო   ნომერს   ან/და   საკონტაქტო 
ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად.
2.    გადასახადის    გადამხდელის    მიერ    ელექტრონული    ფორმით    წარდგენილი 
დოკუმენტის      სამსახურის      ვებგვერდზე      დაურეგისტრირებლობის      შემთხვევაში 
(მიუხედავად    გამომწვევი    მიზეზებისა),    დოკუმენტი    არ    ითვლება    საგადასახადო 
ორგანოს მიერ მიღებულად.  
3.  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  პირისათვის  ელექტრონული  ფორმით  გაგზავნილი 
ნებისმიერი  დოკუმენტი  ჩაბარებულად  ითვლება  ადრესატის  მიერ  მისი  სამსახურის 
ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო 
ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. 

Comments