მუხლი 11. ელექტრონული რეგისტრაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ 
შორის,   დეკლარირება)   შესაძლებელია   განხორციელდეს   ელექტრონული   ფორმით, 
ონლაინ   რეჟიმში,   შემოსავლების   სამსახურის   ოფიციალური   ვებგვერდის   www.rs.ge 
(შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. 
2.   სამსახურის   ვებგვერდის   მეშვეობით   –   პირის   მიერ   ელექტრონული   ფორმით 
შედგენილი  და  წარდგენილი  დოკუმენტი/წერილი,  ასევე  საგადასახადო  ორგანოს  მიერ 
ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს 
უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც 
წერილობითი  ფორმით  წარდგენილ/გაგზავნილ,  პირადი  ხელმოწერითა  და  ბეჭდით 
დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.  
3.  ელექტრონული  ფორმით  კომუნიკაციაზე  გადასვლა  ხორციელდება  გადასახადის 
გადამხდელის   მიერ   ვიდეოზარით   მიმართვის   ან   №I-07   დანართის   შესაბამისად 
წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.  
4.  ელექტრონული  ფორმით  კომუნიკაციაზე  გადასვლის  შესახებ  განცხადებაში  უნდა 
აღინიშნოს:  
ა)  გადასახადის  გადამხდელის  დასახელება/სახელი  და  გვარი,  საიდენტიფიკაციო 
ნომერი; 
ბ)    საგადასახადო    ორგანოსთან    საკონტაქტო    მობილური    ტელეფონის    ნომერი 
(შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი; 
გ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის სასურველი თარიღი; 
დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა. 
5.   ელექტრონული   ფორმით   კომუნიკაციაზე   გადასვლის   შესახებ   გადასახადის 
გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო 
უზრუნველყოფს  გადასახადის  გადამხდელის  გადაყვანას  კომუნიკაციის  ელექტრონულ 
ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ 
განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის 
გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. 
6.  ელექტრონული  ფორმით  კომუნიკაციისას  გამოსაყენებელი  სახელწოდებისა  და 
პაროლის    დაკარგვის    შემთხვევაში,    გადასახადის    გადამხდელი    უფლებამოსილია 
ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს 
აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.  
7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის 
შემთხვევაში,   გადასახადის   გადამხდელი   სამსახურის   ვებგვერდზე  (ავტორიზებული 
მომხმარებლის   გვერდზე)   მიუთითებს   ტელეფონის   ახალ   საკონტაქტო   ნომერსა   და 
ელექტრონული ფოსტის მისამართს. 
8. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ვიდეოზარით მიმართვის ან წერილობითი 
განცხადების      წარდგენის      საფუძველზე      შეწყვიტოს      ელექტრონული      ფორმით 
კომუნიკაცია.  

Comments