მუხლი 107. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება

1)  პირველ  სვეტში  აისახება  იმ  დასაბეგრი  ობიექტის  დასახელება,  რომელზეც  ხდება 
მოსაკრებლის გადახდა. 
2)   მე-2   სვეტში   აისახება   ზომის   ერთეული   ბუნებრივი   რესურსების   სახეობათა 
მიხედვით,   რომლითაც   განისაზღვრება   მოსაკრებლის   ობიექტის   ოდენობა   (გრამი, 
კილოგრამი, ტონა, კუბური მეტრი); 
3)    მე-3    სვეტში    ბუნებრივი    რესურსებით    სარგებლობისათვის    მოსაკრებლის 
გადამხდელი  ასახავს  გარემოდან  ამოღებული/ამოსაღები  (მოპოვებული/მოსაპოვებელი) 
ბუნებრივი რესურსების მოცულობას (რაოდენობას), კერძოდ: 
ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ წყალზე – წლის განმავლობაში გამოყენებული 
წყლის მოცულობა; 
ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე – თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული 
რესურსების ოდენობა; 
გ)  მინერალურ  წყლებსა  და  მიწისქვეშა  მტკნარ  ჩამოსასხმელ  წყლებზე  –  კვარტალის 
განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობა (წლიური ოდენობის 1/4);  
დ)  იმ  სასარგებლო  წიაღისეულზე,  რომლის  მოპოვების  (ან  წიაღით  სარგებლობის) 
ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 
ჯამური,  წლიური  მაქსიმალური  ან დღიური  ოდენობა)  (გარდა  მინერალური  წყლებით, 
მიწისქვეშა    მტკნარი    ჩამოსასხმელი    წყლებით    და    ნახშირორჟანგისა)    –    6    თვის 
განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობა (წლიური ოდენობის 1/2); 
ე) ნახშირორჟანგზე (გაზი CO 2 ) – ლიცენზიით დადგენილი ყოველდღიური ლიმიტის 
შესაბამისად განსაზღვრული თვიური ოდენობა;  
ვ)  შავ  ზღვაში  თევზჭერაზე  –  თევზჭერის  ყოველწლიური  კვოტიდან  თევზჭერის 
ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის 
სრული ოდენობა; 
ზ)  სხვა  ბუნებრივ  რესურსებზე  –  თვის  განმავლობაში  ფაქტობრივად  მოპოვებული 
ბუნებრივი რესურსის მოცულობა (ოდენობა). 
4) მე-4 სვეტში აისახება ბუნებრივი რესურსის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც 
არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. 
5)  მე-5  სვეტში  აისახება  მოსაკრებლის  გადახდას  დაქვემდებარებული  ბუნებრივი 
რესურსის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.3 – სვტ.4). 
6)   მე-6   სვეტში   აისახება   მოსაკრებლის   ის   განაკვეთი,   რომელიც   კონკრეტულად 
განსაზღვრულია        პირველ        სვეტში        მოცემული        მოსაკრებლის        გადახდას 
დაქვემდებარებული თითოეული ობიექტისათვის. 
7) მე-7 სვეტში აისახება მე-5 და მე-6 სვეტებში მოცემული სიდიდეების ნამრავლი. 
8)  მე-8  სვეტში   აისახება  მე-7  სვეტში  მოცემული  გადახდას  დაქვემდებარებული 
მოსაკრებლის თანხების ჯამი.  
Comments