მუხლი 106. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება

ბუნებრივი       რესურსებით       სარგებლობისათვის       მოსაკრებლის       გადამხდელი 
მოსაკრებლის   გაანგარიშებას   შესაბამის   საგადასახადო   ორგანოს   წარუდგენს   №VI-12 
დანართის ფორმით. 
შენიშვნა: 
1) წელი – მიეთითება ის წელი, რომლის მიხედვითაც ხდება გაანგარიშების წარდგენა. 
2) საანგარიშო პერიოდი: 
ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის 
გაანგარიშებასაც  წარადგენს  გადამხდელი.  მაგალითად:  თუ  გაანგარიშება  არის  მარტის 
თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“–03, დანარჩენი სტრიქონები (კვარტალი, 
6 თვე) არ ივსება; 
ბ)  თუ  საანგარიშო  პერიოდი,  რომლის  მიხედვითაც  არის  წარდგენილი  გაანგარიშება 
არის კვარტალის, მიეთითება შესაბამისი კვარტლის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: 
გაანგარიშება  არის  III  კვარტალის,  შესაბამის  სტრიქონში  მიეთითება  „  კვარტალი“  III, 
დანარჩენი სტრიქონები (თვე, 6 თვე) არ ივსება. 
გ)  თუ  საანგარიშო  პერიოდი  6-თვიანია  (იმ  სასარგებლო  წიაღისეულზე,  რომლის 
მოპოვების  (ან  წიაღით  სარგებლობის)  ლიცენზიით  პირდაპირ  არის  განსაზღვრული 
მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური 
ოდენობა),   მაშინ   მასში   იწერება   6-თვიანი   პერიოდის   დასაწყისი   და   დასასრული. 
მაგალითად:  თუ  გაანგარიშება  მოიცავს  2010  წლის  13  თებერვლიდან  2010  წლის  13 
აგვისტომდე პერიოდს, შესაბამის სტრიქონში იწერება „6 თვე“ „ 02.10-08.10“, დანარჩენი 
სტრიქონები (თვე, კვარტალი) არ ივსება. 
3)    ბუნებრივი     რესურსებით    სარგებლობისათვის    მოსაკრებლის    გადამხდელი 
მოსაკრებლის  გაანგარიშებას  წარუდგენეს  საგადასახადო  ორგანოს  და  იხდის  კუთვნილ 
მოსაკრებელს: 
ა)  სოფლის  მეურნეობაში  გამოყენებული  წყლის  რესურსებით  სარგებლობისათვის  – 
შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე; 
ბ)   ტყის   ფონდის   მერქნული   რესურსებით   სარგებლობისათვის   –   რესურსების 
ბუნებიდან  ამოღების  (მოჭრის)  მომდევნო  თვის  15  რიცხვის  ჩათვლით,  მაგრამ  არა 
უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა; ამასთან, პირებს, რომლებიც ეკონომიკური 
საქმიანობის ფარგლებში სისტემატიურად (ყოველდღიურად) ახდენენ ზემოაღნიშნული 
რესურსების   გარემოდან   ამოღებას,   შეუძლიათ   წინასწარ   წარადგინონ   მოსაკრებლის 
გაანგარიშება    თვის    მოსალოდნელი    მოსაპოვებელი    რესურსების     მოცულობების 
მიხედვით,  რომელიც  შემდგომში  ექვემდებარება  შესაბამისი  სასაქონლო  ზედნადებით 
განაშთვას; 
გ)      სპეციალური      ჭრის      შედეგად      ამოღებული      მერქნული      რესურსებით 
სარგებლობისათვის  –  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს  მომსახურების  სააგენტოს 
მიერ მიღებული მერქნული რესურსების შემძენისთვის გადაცემამდე.  
დ)   მინერალური   წყლებითა   და   მიწისქვეშა   მტკნარი   ჩამოსასხმელი   წყლებით 
სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) 
ლიცენზიის  მიღების  შემდეგ,  არა  უგვიანეს  ყოველი  კვარტალის  მომდევნო  თვის  15 
რიცხვისა ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული წლიური ოდენობის 
მიხედვით თანაბარ ნაწილებად; 
ე)  სასარგებლო  წიაღისეულით  (გარდა  მინერალური  წყლებით,  მიწისქვეშა  მტკნარი 
ჩამოსასხმელი   წყლებით   და   ნახშირორჟანგით)   სარგებლობისათვის   –   სასარგებლო 
წიაღისეულის  მოპოვების  (ან  წიაღით  სარგებლობის)  ლიცენზიის  მიღების  შემდეგ  (იმ 
სასარგებლო    წიაღისეულის    მოპოვების    (ან    წიაღით    სარგებლობის)    ლიცენზიაზე, 
რომლითაც  პირდაპირ  არის  განსაზღვრული  მოსაპოვებელი  სასარგებლო  წიაღისეულის 
ჯამური,  წლიური  მაქსიმალური  ან  დღიური  ოდენობა)  –  6  თვეში  ერთხელ,  მაგრამ  არა 
უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;  
ვ)  ნახშირორჟანგით  (გაზი  CO 2 )  სარგებლობისათვის  –  სასარგებლო  წიაღისეულის 
მოპოვების  (ან  წიაღით  სარგებლობის)  ლიცენზიის  მიღების  შემდეგ,  ყოველთვიურად, 
არა  უგვიანეს  საანგარიშოს  მომდევნო  თვის  15  რიცხვისა,  ამ  პერიოდის  განმავლობაში 
ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის ოდენობით;  
ზ)  შავ  ზღვაში  თევზჭერის  ლიცენზიის  მფლობელის  მიერ  თევზის  რესურსებით 
სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა;  
თ)  სხვა  ბუნებრივი  რესურსებით  სარგებლობისათვის  –  არა  უგვიანეს  საანგარიშო 
პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.  
ი)  „  დ“  –  „  ზ“  პუნქტებში  მოცემული  ბუნებრივი  რესურსებით  სარგებლობისათვის 
მოსაკრებლის  გადამხდელს  უფლება  აქვს  არ  წარადგინოს  გაანგარიშება,  თუ  მის  მიერ 
გაანგარიშება   წარდგენილია   და   მომდევნო   საანგარიშო   პერიოდების   მიხედვით   არ 
იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის ოდენობა. 


Comments