მუხლი 105. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია მოსაკრებლის გადამხდელის 
რეკვიზიტის,    დეკლარაციის    ტიპის    (პირველადი/შესწორებული)    და    საანგარიშო 
პერიოდის შესახებ.  
2.   დეკლარაციის   ყველა   გვერდზე   მიეთითება   გადამხდელის   საიდენტიფიკაციო 
ნომერი.   ამასთან,   დეკლარაციაში   ასახული   მონაცემების   უტყუარობა   და   სისრულე 
ხელმოწერით  დასტურდება  მოსაკრებლის  გადამხდელის  მიერ  თარიღის  (რიცხვი,  თვე, 
წელი) მითითებით. 
3.   დეკლარაციის   II   ნაწილი   ივსება   საგადასახადო   ორგანოს   მიერ   და   აისახება 
ინფორმაცია  საგადასახადო  ორგანოში  დეკლარაციის  წარდგენისა  და  რეგისტრაციის 
შესახებ. 
4. დეკლარაციის III ნაწილის:  
ა)    მე-2    სვეტში    მიეთითება    წამახალისებელი    გათამაშების    ან/და    სისტემურ-
ელექტრონული  ფორმის  თამაშობის  დასახელება.  იმ  შემთხვევაში,  თუ  მოსაკრებლის 
გადამხდელი     ერთდროულად     უკეთებს     ორგანიზებას     რამდენიმე     გათამაშებას, 
დეკლარაციაში თითოეული წამახალისებელი გათამაშება აისახება ცალკე სტრიქონზე.  
ბ)   მე-3   სვეტში   ანალოგიური   წესით   მიეთითება   წამახალისებელი   გათამაშების, 
საპრიზო ფონდის ოდენობა. 
გ) მე-4 სვეტში აისახება წამახალისებელი გათამაშების პერიოდის დასასრული. 
დ)  მე-5  სვეტში  წამახალისებელი  გათამაშების  ორგანიზატორი  ასახავს  მონაცმებს 
საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის შესახებ. 
ე) მე-6 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი და უთითებს 
გაუთამაშებელი საპრიზო ფონდის დარჩენილ თანხას. 
ვ)  მე-7  სვეტში  მიეთითება  წამახალისებელ  გათამაშებაზე  (%-ში)  ან/და  სისტემურ-
ელექტრონული  ფორმის  თამაშობაზე  (ლარებში)  ადგილობრივი  თვითმმართველობის 
ორგანოების მიერ დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთი. 
ზ)  მე-8  სვეტში  აისახება  მოსაკრებლის  თანხა  ლარებში.  სისტემურ-ელექტრონული 
ფორმის  თამაშობის  შემთხვევაში,  მოსაკრებლის  თანხა  ტოლია  მე-7  სვეტში  აღნიშნული 
თანხისა     (სვ.7=სვ.8).     ხოლო,     წამახალისებელი     გათამაშების     შემთხვევაში,     იგი 
განისაზღვრება   საანგარიშო   კვარტალში   გათამაშებული   საპრიზო   ფონდის   (თანხის) 
გამრავლებით   მოსაკრებლის   განაკვეთზე   (სვ.5Xსვ.7).   ამასთან,   ბოლო   საანგარიშო 
კვარტალში    მოსაკრებლის    ოდენობა    განისაზღვრება    საპრიზო    ფონდის    ნარჩენი 
ღირებულების (თანხის) გამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე (სვ.5+სვ.6)Xსვ.7. 
Comments