მუხლი 103. მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა

1. სარეზერვო სათამაშო მაგიდების, ავტომატების და ტოტალიზატორის, ბინგოსა და 
ლოტოს  სალაროების  დალუქვა  ხდება  იმ  ფორმით,  რომელიც  გამორიცხავს  ლუქის 
დაზიანების გარეშე მათი გამოყენების (ექსპლუატაციის) შესაძლებლობას. 
2.  მოსაკრებლით დაბეგვრის  უმოქმედო ობიექტს  (სამორინეს  სათამაშო  მაგიდები და 
ავტომატები,   ბინგოსა   და   ტოტალიზატორების   სალაროები)   ლუქავს   შემოსავლების 
სამსახურის ტერიტორიული ორგანო შესაბამისი აქტის საფუძველზე.  
3.  დალუქულ  ობიექტებზე  ლუქს  ხსნის  შემოსავლების  სამსახურის  ტერიტორიული 
ორგანო მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით. ლუქის ახსნა ხდება შესაბამისი აქტის 
საფუძველზე.  
4.  სათამაშო  მაგიდა  და  ავტომატი,  რომელიც  ითვლება  სარეზერვოდ  და  არ  არის 
დალუქული,  გატანილი  უნდა  იქნეს  სათამაშო  დარბაზიდან.  წინააღმდეგ  შემთხვევაში, 
იგი  ითვლება  მოქმედად  და  მასზე  გადახდილი  უნდა  იქნეს  მოსაკრებელი  არსებული 
წესის შესაბამისად. 
5.  სათამაშო  ბიზნესის  მოსაკრებლის  გადახდის  ნიშნის  გარეშე  და  დაზიანებული 
ლუქისა  ან  დაულუქავი  დაბეგვრის  ობიექტების  არსებობის  შემთხვევაში,  მოსაკრებლის 
გადამხდელის     მიმართ     გამოიყენება     საგადასახადო     კოდექსის     276–ე     მუხლით 
განსაზღვრული სანქცია. 
Comments