მუხლი 102. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეცვლა

1.  სათამაშო  ბიზნესის  მოსაკრებლის  გადახდის  ნიშანი  დაზიანებისა  ან  დაკარგვის 
შემთხვევაში ექვემდებარება ახლით შეცვლას.  
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი ითვლება დაზიანებულად, თუ 
მასზე  დატანილი  ინფორმაცია  ან  მისი  ნაწილი  არ  იკითხება  და  არ  იძლევა  ნიშნის 
იდენტიფიცირების საშუალებას. 
3.  მოსაკრებლის  გადახდის  დაზიანებული  ნიშნის  მოხსნა  დაბეგვრის  ობიექტიდან 
ხდება სათანადო აქტის გაფორმების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს მოსაკრებლის 
გადამხდელი  და  შემოსავლების  სამსახურის  ტერიტორიული  ორგანოს  უფლებამოსილი 
პირი.  აქტში  მითითებულ  უნდა  იქნეს  დაზიანების  მიზეზი,  თარიღი  და  დაზიანების 
ხარისხი.  
4. დაზიანებული ნიშნები წარედგინება შემოსავლების სამსახურის იმ ტერიტორიულ 
ორგანოს,  რომლის  მიერ  გაცემულია  აღნიშნული  ნიშანი,  არა  უგვიანეს  დაზიანებიდან  
მე-2 დღისა.  
5.   შემოსავლების   სამსახურის   ტერიტორიული   ორგანო   მოსაკრებლის   გადახდის 
ნიშნის     შეცვლის     შესახებ     გადაწყვეტილებას     იღებს     დაზიანებული     ნიშნების 
წარმოდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.  
6.   ტერიტორიული   ორგანოები   მოსაკრებლის   გადახდის   დაზიანებულ   ნიშნებს 
წარადგენენ  შემოსავლების  სამსახურში  არა  უგვიანეს  შესაბამისი  პერიოდის  მომდევნო 
თვის 10 რიცხვისა.  
Comments