მუხლი 100. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღრიცხვა

1.  შემოსავლების  სამსახურის  მიერ  ტერიტორიულ  ორგანოებზე  სათამაშო  ბიზნესის 
მოსაკრებლის   გადახდის   ნიშნების   გაცემის   აღრიცხვა   წარმოებს   №VI-09   დანართის 
მიხედვით – ჟურნალის ფორმით ან/და ელექტრონულად.  
2.    შემოსავლების    სამსახურის    ტერიტორიული    ორგანო    სათამაშო    ბიზნესის 
მოსაკრებლის  გადახდის  ნიშნების  მოსაკრებლის  გადამხდელებზე  გაცემის  აღრიცხვას 
აწარმოებს №VI-10 დანართის მიხედვით – ჟურნალის ფორმით ან/და ელექტრონულად.  
3.   გადახდის   ნიშნების   გაცემის   აღრიცხვის   ელექტრონული   ვერსიის   ქაღალდის 
მატარებელზე გადატანა და დაარქივება ხდება ყოველი წლის ბოლოს.  



Comments