მუხლი 10. საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

1.   საგადასახადო   ორგანოს   უფლება   აქვს   გადასახადის   გადამხდელის   შესახებ 
ინფორმაცია  გადასცეს  მხოლოდ  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  39-ე  მუხლით 
განსაზღვრულ პირებს.  
2.   საგადასახადო   ორგანო   უფლებამოსილია   საჯაროდ   გაავრცელოს   გადასახადის 
გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო 
კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 
3.  გადასახადის  გადამხდელის  თანხმობის  შემთხვევაში,  გადასახადის  გადამხდელის 
შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.  
4.  დაუშვებელია  საგადასახადო  ორგანოში  გადასახადის  გადამხდელზე  არსებული 
ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის. 
5.   გადასახადის   გადამხდელის   შესახებ   არსებული   ინფორმაციის   ელექტრონული 
პროგრამის  გამოყენებით  დამუშავების  მიზნით  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს 
(შემდეგში   –   სამინისტრო)   სისტემის   თანამშრომლის   დაშვება   ხდება   შემოსავლების 
სამსახურის     უფროსის     ან     მის     მიერ     განსაზღვრული     უფლებამოსილი     პირის 
გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად.  
6.   გადასახადის   გადამხდელის   შესახებ   ინფორმაციის   შემცველი   დოკუმენტების 
დაკარგვის  შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ  უნდა  ეცნობოს  შემოსავლების  სამსახურის 
შიდა კონტროლის დეპარტამენტს. 

Comments