მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

1.  გადასახადის  გადამხდელად  აღრიცხვა  მოიცავს  გადასახადის  გადამხდელისთვის 
საიდენტიფიკაციო   ნომრის   მინიჭებასა   და   რეგისტრირებული   მონაცემების   ერთიან 
კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას. 
2.     საგადასახადო     ორგანოს     მიერ     გადასახადის     გადამხდელად     აღრიცხვას 
ექვემდებარება:  
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და 
იმ      პირისა,      რომლის      შემოსავალიც      იბეგრება      გადახდის      წყაროსთან      ან 
გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან); 
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი; 
გ)  გაერთიანება,   ამხანაგობა  და  სხვა  მსგავსი  წარმონაქმნი,  რომელსაც  შეიძლება 
წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;  
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი; 
ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია; 
ვ)  უცხოური  საწარმო/ორგანიზაცია,  მისი  მუდმივი  დაწესებულება,  არარეზიდენტი 
ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება; 
ზ) პოლიტიკური პარტია (ორგანიზაცა); 
თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია. 
3.  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  გადასახადის  გადამხდელების 
საგადასახადო  აღრიცხვის  განმახორციელებელი  ორგანოა  შემოსავლების  სამსახურის 
რეგიონული ცენტრი (შემდეგში – რეგიონული ცენტრი). 
4. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) 
იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის 
(ადგილსამყოფლის)  მიხედვით,  ხოლო  ფიზიკური  პირისა  –  მის  მიერ  განცხადებული 
საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით. 
Comments