საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996 2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ„ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2 ამ ბრძანების გამოცემამდე გადამხდელებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინარჩუნებენ ძალას. მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანება. 2. „ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანება. 3. „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანება. 4. „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტროს №1000 ბრძანება. 5. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 2005 წლის №228 ბრძანება. 6. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 31 დეკემბერის №959 ბრძანება. 7. „წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №687 ბრძანება. 8. „გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოში ცნობის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №359 ბრძანება. 2 9. „შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №899 ბრძანება. 10. „ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №157 ბრძანება. 11. „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანება. 12. „ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) და მისი წილის მფლობელებზე (წევრებზე) განაწილების შესახებ დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №683 ბრძანება. 13. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ და განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული, დაზიანებული ფასეულობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული (დარჩენილი) აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი განცხადების ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 თებერვლის №113 ბრძანება. 14. „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №973 ბრძანება. 15. „III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანება. 16. „ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანება. 17. „საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №86 ბრძანება. 18. „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ„ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანება. 19. „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება. 20. „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანება. 21. „დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანება. 22. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანება. 3 23. „იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №690 ბრძანება. 24. „უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის და ანგარიშგების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანება. 25. „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის №689 ბრძანება. 26. „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანება. 27. „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისას საავიაციო საწვავის, საპოხი მასალებისა და სხვა სამომხმარებლო ტექნიკური საშუალებების საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 9 ივლისის №175 ბრძანება. 28. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება. 29. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე” 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანება. 30. „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანება. 31. „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანება. 32. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №897 ბრძანება. 33. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანება. 34. „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანება. 35. „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №379 ბრძანება. 36. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანება. 37. „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანება. 38. „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანება. 39. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვარის №31 ბრძანება. 40. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანება. 41. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №265 ბრძანება. 42. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი №143 ბრძანება. 43. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანება. 44. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №159 ბრძანება. მუხლი4 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. კ. ბაინდურაშვილი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა გადასახადების ადმინისტრირების შესახებ კარი I საგადასახადო აღრიცხვა და კომუნიკაცია თავი I საგადასახადო აღრიცხვა თავი II საგადასახადო საიდუმლოება თავი III ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია თავი IV საჯარო ფორმით კომუნიკაცია თავი V პირადი საგადასახადო აგენტი თავი VI საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა თავი VII წინასწარი გადაწყვეტილება თავი VIII გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება კარი II საშემოსავლო და მოგების გადასახადები თავი IX საქონლის/მომსახურების მიწოდების აღრიცხვა თავი X გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან თავი XI საგადასახადო ანგარიშგება კარი III დამატებული ღირებულების გადასახადი თავი XII. რეგისტრაცია თავი XIII. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვა თავი XIV. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვა თავი XV. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი თავი XVI. უკუდაბეგვრა თავი XVII. დღგ-ისგან გათავისუფლება თავი XVIII. დღგ-ის ჩათვლა თავი XIX. ანგარიშგება კარი IV აქციზი თავი XX ანგარიშგება თავი XXI აქციზური მარკა თავი XXII აქციზისაგან გათავისუფლება კარი V ქონების გადასახადი თავი XXIII საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადი თავი XXIV ფიზიკური პირის ქონების გადასახადი კარი VI. მოსაკრებლები თავი XXV. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი თავი XXVI ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი |












